მასწავლებელს, რომელიც დაახლოებით 30 წლის წინ მცირეწლოვან მოსწავლეზე სექსუალურად ძალადობდა, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა – ამის შესახებ ინფორმაციას ორგანიზაცია საფარი ავრცელებს და წერს, რომ „საქმეზე ერთი წლის განმავლობაში მუშაობდა საფარის იურისტი მარი ვარამაშვილი, რომელიც დაზარალებულს სამართლებრივი პროცესის ყველა ეტაპზე ეხმარებოდა“
