ქვეყანაში გაზი ძვირდება – ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ კომისიასთან ტარიფებთან დაკავშირებით კითხვები ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს აქვთ.
მათი განცხადებით, ბუნებრივი აირის ტარიფის გადახედვა საქართველოს მოქალაქეებისთვის მძიმე ტვირთი იქნება.
“გაზის ტარიფის გაძვირება მძიმე ტვირთი იქნება საქართველოს მოქალაქეებისთვის და ამ გაძვირებას კიდევ ზემოდან ემატება დათვლის სიტემა, რომელიც არის კაბალური.
სემეკი აპირებს, რომ დააწესოს გარკვეული საფეხურები კუბამეტრებზე და დათვლას აპირებს, მაგალითად თუ 100 კუბს გადაცდა თუნდაც ერთი კუბით, დათვლა მოხდება გაძვირებული ტარიფით და არა იმ გადაცილებული კუბით, რომელიც არის საფეხურს ზევით. ჩვენი მოთხოვნაა, რომ დაითვალონ მხოლოდ საფეხურსზემოთ გაძვირებული და არა მთლიანი მოცულობა”, – აცხადებს ბესო დონაძე.
