Tuesday, November 10, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

საქართველოში, სომხეთსა და სერბეთში ივლისიდან სექტემბრამდე 1.13 მილიონი რუსი ჩავიდა – Verstka

November 10, 2026
საქართველოში, სომხეთსა და სერბეთში ივლისიდან სექტემბრამდე 1.13 მილიონი რუსი ჩავიდა – Verstka

რუსეთში მობილიზაციის ახალი ტალღის შესახებ გავრცელებული ხმების ფონზე, 2026 წლის მესამე კვარტალში საქართველოში, სომხეთსა და სერბეთში რეკორდული რაოდენობის რუსეთის მოქალაქეები გაემგზავრნენ.

დამოუკიდებელი გამოცემა Verstka რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (ФСБ) სასაზღვრო მონაცემებზე დაყრდნობით წერს, რომ ივლისიდან სექტემბრამდე პერიოდში საქართველოში, სერბეთსა და სომხეთში სულ 1.13 მილიონი რუსი ჩავიდა, რაც ბოლო 17 წლის განმავლობაში უმაღლესი მაჩვენებელია.

ყველაზე დიდი ნაკადი საქართველომ მიიღო, სადაც 660 300 რუსეთის მოქალაქე შევიდა – გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით 43 300-ით მეტი. ეს მაჩვენებელი 43%-ით აღემატება რუსეთში 2022 წლის სექტემბერში გამოცხადებული მობილიზაციის პერიოდის მონაცემს, როდესაც საქართველოში 461 200 რუსი ჩავიდა.

კიდევ 402 300 რუსეთის მოქალაქე გაემგზავრა სომხეთში, რაც წინა წლის იმავე პერიოდის მონაცემზე 57 600-ით მეტია. რაც 2010 წლის შემდეგ სომხეთში ჩასული რუსეთის მოქალაქეების რაოდენობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აღმოჩნდა.

სერბეთმა კი რუსეთიდან 64 800 ვიზიტორი მიიღო, რაც დაახლოებით 14 000-ით მეტია 2025 წლის მესამე კვარტალთან შედარებით.

მონაცემები მოიცავს რუსეთის ყველა იმ მოქალაქეს, ვინც ამ სამ ქვეყანაში გაემგზავრა, მიუხედავად ვიზიტის მიზეზისა.

მიმართვების მკვეთრ ზრდაზე მიუთითეს რელოკაციის სააგენტოებმაც. პროექტ Релокац-ის (“რელოკაც”) განცხადებით, რუსეთის მოქალაქეები ემიგრაციის თაობაზე თითქმის ორჯერ მეტ განაცხადს ავსებენ, ვიდრე ადრე. უმეტესობა მათგანი ქვეყნის დატოვებას სექტემბრამდე ან ოქტომბრამდე ცდილობს.

დამოუკიდებელი გამოცემა Meduza-ს ცნობით, საქართველოში, სერბეთსა და სომხეთში მომუშავე აგენტებმა ასევე დააფიქსირეს ივლისის ბოლოდან რუსეთის მოქალაქეების მხრიდან გრძელვადიანი ქირაობის მოთხოვნების მკვეთრი მატება.

ცნობისთვის, 11 აგვისტოს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ანგარიშზე დაყრდნობით განაცხადა, რომ რუსეთი დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების შემდგომ მობილიზაციის დამატებითი ტალღის გამოცხადებას აპირებს.

ზელენსკის თქმით, ახალი ტალღის ფარგლებში წლის ბოლომდე რუსეთის რამდენიმე ასობით ათასი მოქალაქის, შემდგომი წლისთვის კი იგივე რაოდენობის მობილიზება იგეგმება.

ამასთან, OTPOR – რუსული ორგანიზაცია, რომელიც მობილიზაციის თავიდან არიდების მსურველებს სამართლებრივ დახმარებას უწევს – იუწყება, რომ რუსეთის უსაფრთხოების ძალები აეროპორტებში მამაკაცების სამხედრო აღრიცხვის სტატუსს ამოწმებენ და ახალ მოქალაქეებს სამხედრო გაწვევის უწყებებს აბარებენ.

უკრაინულმა პარტიზანულმა მოძრაობამ Atesh-მა ორგანიზაცია OTPOR-ის შეტყობინება გაავრცელა, რომლის თანახმადაც აქტივისტებმა ეკატერინბურგის კოლცოვოს აეროპორტში აღრიცხეს შემთხვევები, როდესაც მამაკაცებს, რომლებმაც რუსეთის მოქალაქეობა ახლახან მიიღეს, ჩაფრენისთანავე გაწვევის უწყებები ჩააბარეს.

“ახლა დამატებითი შემოწმებები აეროპორტებშიც ტარდება. ეს მობილიზაციის ახალი ტალღის მანიშნებელია და კიდევ ერთი მიზეზი იმისა, რომ მიმდინარე მოვლენებს ყურადღებით დავაკვირდეთ”. – ნათქვამია განცხადებაში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ღარიბაშვილმა მიიღო გადაწყვეტილება სახალხო დამცველთან ითანამშრომლოს – ადვოკატი
  • საქართველოს მთავრობა და პარლამენტი კოორდინირებულად მუშაობენ ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის – გიორგი ჩაკვეტაძე
  • ბოჭორიშვილმა მშვიდობის სამიტზე ილაპარაკა, როგორ ართმევს რუსეთი ბავშვებს ოკუპირებულ ტერიტორიაზე განათლების ქართულ ენაზე მიღების უფლებას

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge