Tuesday, November 10, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ფრაქცია „საქართველოსთვის“ აუდიტის სამსახურს, შემოსავლების სამსახურს და შესაბამისს საგამოძიებო უწყებებს მიმართავს, შეისწავლონ შშმ პირების პერსონალური ასისტენტის სერვისის პროგრამის მიმდინარეობა

November 10, 2026
ფრაქცია „საქართველოსთვის“ აუდიტის სამსახურს, შემოსავლების სამსახურს და შესაბამისს საგამოძიებო უწყებებს მიმართავს, შეისწავლონ შშმ პირების პერსონალური ასისტენტის სერვისის პროგრამის მიმდინარეობა

საპარლამენტო ფრაქცია „საქართველოსთვის“ აუდიტის სამსახურს, შემოსავლების სამსახურს და შესაბამისს საგამოძიებო უწყებებს მიმართავს, შეისწავლონ შშმ პირების პერსონალური ასისტენტის სერვისის პროგრამის მიმდინარეობა როგორც ფინანსურ, ისე სამართლებრივ ჭრილში.

შესაბამისი განცხადება ოპოზიციონერმა დეპუტატმა ქეთევან ბაკარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გააკეთა, სადაც “შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტი განიხილეს.

უფრო კონკრეტულად, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა დღევანდელ სხდომაზე პირველი მოსმენით წარადგინა პროექტი, რომლის მიხედვით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის პერსონალური ასისტენტის სერვისის მიწოდება მხოლოდ მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე განხორციელდება. აღსანიშნავია, რომ პერსონალური ასისტენტების საქმიანობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტში თავდაპირველად პაკეტის სახით დარეგისტრირდა. პაკეტი კი ითვალისწინებდა ცვლილებების როგორც “შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ კანონში, ასევე “საგადასახადო კოდექსში“ განხორციელებას. მოგვიანებით ინიციატორმა საგადასახადო კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილება უკან გაიწვია. გაწვეული პროექტი კი ითვალისწინებდა პერსონალური ასისტენტებისთვის საგადასახადო შეღავათის დაწესებას და მათ საშემოსავლო გადასახადის 2%-იანი განაკვეთით დაბეგვრას.

ბაკარაძის შეფასებით, კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილებები რეალურად პერსონალური ასისტენტების შრომითი უფლებების გაუარესების საფრთხეს ქმნის. მისი თქმით, კანონის ახალმა ჩანაწერმა დაუშვებლობას, შრომით ურთიერთობაში მყოფი პერსონალური ასისტენტები შესაძლოა შრომითი გარანტიების გარეშე დატოვოს.

ბაკარაძემ პარლამენტის ტრიბუნიდან ცალკეული პროვაიდერი ორგანიზაციების შესაძლო ფინანსურ ინტერესებზე ისაუბრა. მან ამ კონტექსტში ორგანიზაცია „კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის“ თავმჯდომარე გიორგი ძნელაძე ახსენა.

„შემოთავაზებული ცვლილების არსი მდგომარეობს იმაში, რომ პერსონალური ასისტენტის მომსახურება მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე უნდა განხორციელდეს. ჩნდება სრულიად ლეგიტიმური კითხვა – რატომ არის საჭირო კანონით განისაზღვროს ხელშეკრულების ისეთი ფორმა, რომელმაც შესაძლოა, ფაქტობრივად არსებული შრომითი ურთიერთობის მომსახურების ურთიერთობად გადაკვალიფიცირება გამოიწვიოს?

’შრომის კოდექსი“ შრომით ურთიერთობას განსაზღვრავს არა ხელშეკრულებისთვის მინიჭებული სახელწოდებით, არამედ ურთიერთობის რეალური შინაარსის მიხედვით. თუ ადამიანი მუშაობს ორგანიზაციის მიერ განსაზღვრული სამუშაო პირობებით, ექვემდებარება მის ორგანიზაციულ კონტროლსა და ზედამხედველობას და სანაცვლოდ რეგულარულ ანაზღაურებას იღებს, აუცილებელია შეფასდეს, ხომ არ გვაქვს საქმე რეალურ შრომით ურთიერთობასთან. ხელშეკრულებისთვის სახელის შეცვლა არ უნდა გახდეს შრომითი უფლებებისა და კანონით გათვალისწინებული გარანტიებისგან თავის არიდების საშუალება.

შრომითი ურთიერთობა ადამიანს კონკრეტულ სამართლებრივ გარანტიებს ანიჭებს. მათ შორისაა სამუშაო დროის დაცვა, ანაზღაურებადი შვებულება, ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურება, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას კანონით გათვალისწინებული დაცვის მექანიზმები და სხვა მნიშვნელოვანი უფლებები. მომსახურების ხელშეკრულებაზე გადასვლა კი პერსონალურ ასისტენტს ამ გარანტიების გარეშე დატოვების რეალურ საფრთხეს უქმნის, მიუხედავად იმისა, რომ ის ისეთივე მძიმე და პასუხისმგებლობით სავსე შრომას ეწევა, როგორც აქამდე“, – განაცხადა ქეთევან ბაკარაძემ პარლამენტის სხდომაზე.

ბაკარაძის ინფორმაციით, აღნიშნული კანონის პროექტის საკომიტეტო განხილვას თემის წარმომადგენლების მხრიდან დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა, მათ შორის სოციალურ ქსელებშიც. როგორც ბაკარაძემ სესიაზე განაცხადა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან, მათ მეურვეებთან, მშობლებთან, პერსონალურ ასისტენტებთან და შესაბამის ასოციაციებთან არაერთი კონსულტაციის შედეგად ყალიბდება პოზიცია, რომ აღნიშნული ცვლილება, უპირველეს ყოვლისა, პროვაიდერი ორგანიზაციების ინტერესებს ემსახურება.

“ამ კონტექსტში განსაკუთრებით შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე პროვაიდერი ორგანიზაციის წარმომადგენელმა განსხვავებული პოზიციის მქონე ადამიანებს “სექტანტები“ უწოდა. ამ ფაქტს კომიტეტის თავმჯდომარის მხრიდან არავითარი რეაგირება არ მოჰყოლია.

მინდა საზოგადოებას შევახსენო, რომ ბატონი ძნელაძე [გიორგი ძნელაძე – ორგანიზაცია “კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის თავმჯდომარე] უკვე მრავალი წელია, თავად გახლავთ ჯანდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი პროგრამის – ეტლებით უზრუნველყოფის პროგრამის ფაქტობრივი მონოპოლისტი. აღნიშნული პროგრამის ბიუჯეტი 2 მილიონ ლარს შეადგენს. სწორედ ის უწევს ადვოკატირებას პროვაიდერი ორგანიზაციების უკვე ჩამოყალიბებულ ქსელს, რომლის დაფინანსებაც 10 მილიონი ლარიდან 20 მილიონ ლარამდე უნდა გაიზარდოს.

რატი იონათამიშვილის განცხადებით, პერსონალური ასისტენტების თითქმის 90 პროცენტი ინდივიდუალურ მეწარმედ არის რეგისტრირებული. რატომ არის პროგრამაში დასაქმებული ადამიანების ასეთი დიდი ნაწილი ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრირებული?

არსებული ინფორმაციით, ეს მათ საშუალებას აძლევს, ისარგებლონ მცირე ბიზნესისთვის გათვალისწინებული 1%-იანი საგადასახადო რეჟიმით, თუმცა აქ მთავარი მხოლოდ გადასახადის ოდენობა არ არის. მთავარია ამ ურთიერთობის რეალური სამართლებრივი ბუნება – თუ ასისტენტს პროვაიდერი ორგანიზაცია უნიშნავს სამუშაო განრიგს, განსაზღვრავს სამუშაო პირობებს, ახორციელებს ზედამხედველობას და რეგულარულად უხდის ანაზღაურებას, აუცილებელია დადგინდეს, ხომ არ გვაქვს ფაქტობრივად შრომითი ურთიერთობა, რომელიც ფორმალურად მომსახურების ხელშეკრულებით არის გაფორმებული.

ამასთან, მინისტრის 2022 წლის 18 თებერვლის №01-13/ნ ბრძანებით დამტკიცებული სტანდარტი ითვალისწინებს ხელშეკრულების შრომის კანონმდებლობასთან შესაბამისობას და მიმწოდებელს ასისტენტის უფლებების დაცვის ვალდებულებას აკისრებს. შესაბამისად, აუცილებელია გაირკვეს, რამდენად შეესაბამება ასისტენტების ფაქტობრივი დასაქმების პრაქტიკა აღნიშნულ მოთხოვნებს. თუ ასისტენტების თითქმის 90 პროცენტი ინდივიდუალური მეწარმეა, ვინ შეისწავლა ამ ურთიერთობების რეალური შინაარსი? ვინ დაადგინა, რომ ეს ადამიანები ნამდვილად დამოუკიდებელ ეკონომიკურ საქმიანობას ეწევიან და არა შრომით ურთიერთობაში იმყოფებიან?

ახლა, როდესაც კანონპროექტის ავტორი გვთავაზობს, რომ ასისტენტებთან მომსახურების ხელშეკრულებები დაიდოს, ხომ არ ვიღებთ ისეთ საკანონმდებლო ცვლილებას, რომელიც უკვე არსებული მანკიერი პრაქტიკის შენარჩუნებასა და გაფართოებას შეუწყობს ხელს? აქ აშკარად იკვეთება პროვაიდერი ორგანიზაციების ფინანსური ინტერესების შესაძლო უპირატესობა პერსონალური ასისტენტების შრომით უფლებებთან შედარებით.

ამიტომ მოვითხოვთ, აუდიტის სამსახურმა, შემოსავლების სამსახურმა და შესაბამისმა საგამოძიებო უწყებებმა შეისწავლონ პროგრამის მიმდინარეობა როგორც ფინანსურ, ისე სამართლებრივ ჭრილში!

კერძოდ, რა სამართლებრივი საფუძვლით სთხოვენ პროვაიდერი ორგანიზაციები ასისტენტებს ინდივიდუალურ მეწარმეებად რეგისტრაციას? აღნიშნული ფორმით გაფორმებული ხელშეკრულებებისა და საგადასახადო რეჟიმის გამოყენების შედეგად, საშემოსავლო გადასახადების ნაწილში, ხომ არ მიადგა ზიანი სახელმწიფო ბიუჯეტს?

თუ გასულ წლებში უკვე მოქმედებდა ასეთი პრაქტიკა, მაშინ სრულიად აზრს მოკლებულია ამ კანონპროექტის მიღება, თუ მისი მიზანი მხოლოდ არსებული პრაქტიკის საკანონმდებლო დონეზე გამყარებაა!

ასევე, აუცილებელია პასუხი გაეცეს შემდეგ კითხვებს, ვინ იღებს გადაწყვეტილებას პერსონალური ასისტენტების ანაზღაურების ოდენობის შესახებ? რა ოდენობის თანხას იღებენ პროვაიდერი ორგანიზაციები სახელმწიფოსგან? რა თანხა იხარჯება პროგრამის ადმინისტრირებასა და ზედამხედველობაზე? რამდენად შეესაბამება არსებული პრაქტიკა შრომით და საგადასახადო კანონმდებლობას?

თუ დადასტურდება, რომ პროვაიდერი ორგანიზაციები სისტემურად იყენებენ მომსახურების ხელშეკრულებებს ფაქტობრივი შრომითი ურთიერთობების დასაფარად და ამ გზით ფინანსურ სარგებელს იღებენ, ეს ცალსახად მოითხოვს შესაბამისი უწყებების მხრიდან სიღრმისეულ სამართლებრივ და ფინანსურ შესწავლას და შესაბამისი საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, გამოძიებას“, – განაცხადა ქეთევან ბაკარაძემ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • დოლარის კურსი – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას ხვალ?
  • გლობალურ პოლიტიკაში ბევრი გამოწვევაა – ამ ფონზე კიდევ უფრო მნიშვნელოვანია მშვიდობის მომხრე ორი სახელმწიფოს, ჩინეთისა და საქართველოს პარტნიორული ურთიერთობა – ნიკოლოზ სამხარაძე
  • სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სამეგრელოში დარღვევების გამო ობიექტებს საწარმოო პროცესი შეუჩერა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge