Tuesday, November 10, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

საქართველოს არ სჭირდება მეორე ფრონტი. საქართველოს სჭირდება ეკონომიკური კეთილდღეობა და ქვეყნის გაერთიანების პერსპექტივის შენარჩუნება – ლევან მახაშვილი

November 10, 2026
საქართველოს არ სჭირდება მეორე ფრონტი. საქართველოს სჭირდება ეკონომიკური კეთილდღეობა და ქვეყნის გაერთიანების პერსპექტივის შენარჩუნება – ლევან მახაშვილი

„ვიდრე „ქართული ოცნება“ საქართველოს ხელისუფლებაშია, ჩვენ არ ვაპირებთ ქვეყნის დამაზიანებელი გადაწყვეტილებების მიღებას. გასაგებია პარტნიორობა, მეგობრობა, მაგრამ ჩვენთვის მთავარი ამოსავალი წერტილი არის საქართველოს და ჩვენი მოსახლეობის ეროვნული ინტერესები“, – განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა ევროკომისიის წლიურ ანგარიშთან დაკავშირებით.

ლევან მახაშვილმა თავის გამოსვლაში ანგარიშის საგარეო პოლიტიკურ ნაწილზე გაამახვილა ყურადღება.

„უკვე ბევრი ითქვა რატომ არის ევროკომისიის წლიური ანგარიში ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში არაპროპორციული ჩარევა და სუვერენიტეტზე პირდაპირი თავდასხმა. საქართველოს, რომლის ტერიტორიების 20% ოკუპირებული აქვს რუსეთის ფედერაციას, სახელმწიფოს, რომელსაც არ გააჩნია დასავლური სამხედრო თუ ეკონომიკური უსაფრთხოების ქოლგა, პირდაპირ მოუწოდებენ თავის უშუალო ყველა მეზობელთან და ძირითად სავაჭრო პარტნიორებთან კონფრონტაციაში შესვლას“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, მოთხოვნები სამ საკითხს უკავშირდება – საქართველოს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან მაქსიმალურად და სრულად დაახლოებას, ქვეყნის სავიზო რეჟიმის ევროკავშირის სავიზო რეჟიმთან დაახლოებას და სანქციებთან მიერთებას.

„ამ დოკუმენტის მიმართ იმიტომ გვაქვს კრიტიკული დამოკიდებულება, რომ არ გვინდა საქართველო სხვა ქვეყნების დაპირისპირების და კონფრონტაციების მონაწილე გახდეს. საქართველოს არ სჭირდება მეორე ფრონტი. საქართველოს სჭირდება ეკონომიკური კეთილდღეობა და ქვეყნის გაერთიანების პერსპექტივის შენარჩუნება. ეს თემები რომ გავითვალისწინოთ, თითოეული დილა უნდა დავიწყოთ ჩვენი პარტნიორების გმობით, სავიზო რეჟიმები უნდა დავუწესოთ: თურქეთს, აზერბაიჯანს, ჩინეთს, რუსეთს და სხვებს. სანქციები უნდა დავაწესოთ და ხართ მზად ამისთვის ოპოზიციონერო კოლეგებო? ამ კითხვებზე პასუხებია საჭირო. ამ კითხვებზე თქვენ არ სცემთ პასუხს, თორემ საქართველოს მოსახლეობამ უკვე არაერთხელ გასცა პასუხი, მათ შორის, საპარლამენტო არჩევნებზე“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ქართული ოცნების“ დეპუტატს, შოთა ბერეკაშვილს სურს, რომ საქართველოში ინდური ბანკები შემოვიდეს
  • სიახლე ორსულებისთვის – ცვლილებები პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა
  • გორის ჰოსპიტალში ჯარისკაცი გარდაიცვალა, რომელიც 21 ოქტომბერს დაჭრილი შეიყვანეს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge