Wednesday, November 18, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ცესკოსთან კონსულტაცია ამ კონკრეტულ ცვლილებებზე ასე სისტემურად არ მომხდარა, თუმცა ყველა ეს ცვლილება, არის იმ წუხილებიდან გამომდინარე, რაც 2024-2025 წლებში არჩევნების შემდეგ ცესკოს მიერ იყო გამოთქმული – დავით მათიკაშვილი „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებზე

November 10, 2026
ცესკოსთან კონსულტაცია ამ კონკრეტულ ცვლილებებზე ასე სისტემურად არ მომხდარა, თუმცა ყველა ეს ცვლილება, არის იმ წუხილებიდან გამომდინარე, რაც 2024-2025 წლებში არჩევნების შემდეგ ცესკოს მიერ იყო გამოთქმული – დავით მათიკაშვილი „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებზე

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, „საარჩევნო კოდექსში“ დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით ცესკოსთან არსებითი კონსულტაციები არ ყოფილა.

კერძოდ, მან უპასუხა „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატის, გიგა ფარულავას კითხვას, გაიმართა თუ არა ცესკოსთან კონსულტაციები და აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ცესკოსთან არსებითი კონსულტაციები არ გამართულა, „2024-2025 წლებში ჩატარებული არჩევნების შემდეგ, არაერთხელ იქნა მათი მხრიდან გამოთქმული საკანონმდებლო სივრცესთან მიმართებით კონკრეტული წუხილები, რომელთა დამუშავება გარკვეულ ეტაპზე მიმდინარეობდა“.

მოგვიანებით, კითხვის დაზუსტებისას, გიგა ფარულავამ დავით მათიკაშვილს ასე უპასუხა:

„საარჩევნო კოდექსში შეგაქვთ ცვლილება და ცესკოსთან კონსულტაციები არ გაგივლიათ. მაშინ როდესაც ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაციის საოლქო საარჩევნო კომისიას ართმევთ უფლებას, დაწეროს შემაჯამებელი ოქმი. ასევე, ცენტრალურ საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრების პროცედურები საერთოდ არსებითად იცვლება. შინაარსობრივად შეუძლებელია ცესკოს ოლქი გასაჩივრდეს და ეს დაგყავთ მხოლოდ არითმეტიკულ დონეზე. რაც შეეხება გასაჩივრების ნაწილს – თქვენ თქვით, რომ შემოთავაზებული კანონპროექტით არაფერი იცვლებაო და თუ არაფერი იცვლება მაშინ რატომ ვცვლით საერთოდ?! საქმე იმაშია რომ იცვლება, საერთოდ ქრება საოლქო კომისიის შემაჯამებელი ოქმი, რომლის გასაჩივრებაც დღეს მოქმედი კანონმდებლობით უფლებამოსილ მხარეს შეუძლია და ასევე, სისტემური დარღვევების არსებობის შემთხვევაში შეუძლია გაასაჩივროს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოქმი. ეს არის არსებითი ამ კონკრეტულ ცვლილებებზე და თქვენ საზოგადოებას არწმუნებთ იმაში, რომ დღეს მოქმედი კანონმდებლობით რაც არის, იგივე პროცედურები რჩება, რაც რეალობას ნამდვილად არ შეესაბამება“, – განაცხადა ფარულავამ.

პასუხად, „ქართული ოცნების“ დეპუტატმა აღნიშნა, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომას, ასევე თვითმმართველობის კომიტეტის სხდომას, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენელი ესწრებოდა და მას არც შენიშვნა დაუფიქსირებია და არც პოზიცია გამოუთქვამს.

„მე გითხარით, რომ ცესკოსთან კონსულტაცია ამ კონკრეტულ ცვლილებებზე ასე სისტემურად არ მომხდარა, თუმცა ყველა ეს ცვლილება, რომელიც არის განხორციელებული, არის იმ წუხილებიდან გამომდინარე, რაც 2024-2025 წლებში არჩევნების შემდეგ ცესკოს მიერ იყო გამოთქმული. ასევე როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, ასევე თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე, იყო ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენელი, რომელსაც არც შენიშვნა დაუფიქსირებია და არც პოზიცია გამოუთქვამს. ამ საკითხებთან მათი შენიშვნები ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა, მაგრამ ამ შენიშვნების არდასახელება ნიშნავს თუ არა იმას რომ ის ეთანხმება იმ ცვლილებებს, რომელსაც ჩვენ ახლა ვთავაზობთ საქართველოს პარლამენტს?!,“ – მიმართა მათიკაშვილმა ფარულავას.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • აივნის კონსტრუქციის ნაწილი ჩამოინგრა და ახალგაზრდა კაცი მოყვა – შემთხვევა რუსთავში
  • სად ნახეს ბოლოს ახალგაზრდა ქალი, რომელსაც ოჯახი ეძებს – ვრცელდება დეტალები
  • „ჩვენ წინ მოხდა… არ ვიცი, ამაზე საშინელება რა არის“ – რას წერენ თვითმხილველები საზარელ ავარიაზე

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge