Tuesday, November 10, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ივანიშვილის მტაცებლური ეკონომიკური მოდელი აზარტულ თამაშებსა და მათგან შემოსულ ძალიან დიდ შემოსავალს ეფუძნება, რომელიც ივანიშვილის ოლიგარქიული კლანის წევრებზე ნაწილდება”- ირაკლი ფავლენიშვილი

November 10, 2026
“ივანიშვილის მტაცებლური ეკონომიკური მოდელი აზარტულ თამაშებსა და მათგან შემოსულ ძალიან დიდ შემოსავალს ეფუძნება, რომელიც ივანიშვილის ოლიგარქიული კლანის წევრებზე ნაწილდება”- ირაკლი ფავლენიშვილი

ჩვენ საქართველოს მონაკოს მოდელზე გადასვლას ვთავაზობთ, სადაც აზარტული თამაშები ტურისტული სფეროს შემადგენლობაა. ჩვენ ბიზნესს კი არ ვკლავთ, არამედ ეს ბიზნესი ტურისტებზე ორიენტირებული ხდება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარემ ირაკლი ფავლენიშვილმა გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც „ქართული ოცნების“ ეკონომიკურ მოდელსა და „ნაციონალური მოძრაობის“ ხედვაზე ისაუბრა.

მისივე თქმით, „ივანიშვილის რეჟიმის მძარცველი სისტემის ეკონომიკური მოდელი უკვე საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი“. როგორც ფავლენიშვილმა აღნიშნა, იმ ალტერნატივას საზოგადოება კარგად ხედავს, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ამ მიმართულებით სთავაზობს.

„ივანიშვილის მტაცებლური ეკონომიკური მოდელი აზარტულ თამაშებსა და მათგან შემოსულ ძალიან დიდ შემოსავალს ეფუძნება, რომელიც ივანიშვილის ოლიგარქიული კლანის წევრებზე ნაწილდება და რა თქმა უნდა, საქართველოს მოქალაქეები გაღარიბებულები რჩებიან. ჩვენ გთავაზობთ, იმის მაგივრად, რომ საქართველოს მოქალაქეები იძარცვებოდნენ, ქვეყანაში 400 000 ლუდომანი გვყავდეს და მილიონამდე ადამიანი რეგულარულად აზარტულ თამაშებს თამაშობდეს, რაც ემიგრაციის უფრო დაჩქარებულ ტემპს, ოჯახების დანგრევას და საქართველოს მოქალაქეების კიდევ უფრო გაღარიბებას იწვევს, ჩვენ საქართველოს მონაკოს მოდელზე გადასვლას ვთავაზობთ, სადაც აზარტული თამაშები ტურისტული სფეროს შემადგენლობაა. ჩვენ ბიზნესს კი არ ვკლავთ, არამედ ეს ბიზნესი ტურისტებზე ორიენტირებული ხდება. ამ შემთხვევაში ფინანსური ნაკადებით ისარგებლებს საქართველოს მოქალაქე და აღარ გაიძარცვება ის, სამუშაო ადგილები შეიქმნება, ქართულ გენოფონდს ეგზისტენციალური საფრთხე ემუქრება და ეს პრობლემაც გადაწყდება.

ასევე მათი [„ქართული ოცნების“] ეკონომიკური მოდელი აბსოლუტურად უკონტროლო ნარკოტიკების ბრუნვას ეფუძნება, რასაც შეუძლებელია „ოცნების“ პოლიტიკური ნება არ ახლდეს. გვახსოვს ამ მხრივ, როგორ იყო გამოსწორებული ვითარება „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებების პირობებში, რადგან პოლიტიკური ნება არსებობდა.

გარდა ამისა ძალიან მნიშვნელოვანია „ქოლცენტრები“, ჩვენ პირველი პოლიტიკური ძალა ვიყავით, რომელმაც ეს სქემა ამხილა, რის გამოც ჩვენი ანტიკორუფციული გუნდის ლიდერები დაჯარიმდნენ, გარდა ამისა ასევე ძალიან მნიშვნელოვანია საბანკო ოლიგარქია და საბანკო მაფია, რომელიც ივანიშვილთან შეთანხმებით ქართველ ხალხს ძარცვავს. „ნაციონალური მოძრაობის“ ეკონომიკური მოდელი არა ხალხის ძარცვასა და ხალხისგან ფულის ამოღებაზე და კონკრეტული ადამიანების გამდიდრებაზე იქნება დაფუძნებული, არამედ საქართველოს წესიერი მოქალაქის გამდიდრებაზე. ჩვენ ამ მაფიოზურ მოდელს მოვანგრევთ და მოვუწოდებ საზოგადოებას, რომ მალე უნდა მოვშალოთ ეს მოდელი, რადგან ეს მოდელი საფრთხეს უქმნის სწორედ საქართველოს მოქალაქეებს, რადგან მალე საქართველოს მოქალაქე შეიძლება საქართველოში ეთნიკურად უმცირესობად იქცეს. ეს ეკონომიკური მოდელი ქართველი ხალხის გაღარიბებას იწვევს და ქართული გენოფონდისთვის ეგზისტენციალურ საფრთხეს წარმოადგენს“, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • მხარე თვითონ უნდა იყოს დაინტერესებული, თუ რაიმე სახის მტკიცებულება აქვს, იმის გამოკვლევა მოხდეს – „ქართული ოცნება“ პირიქით, წინააღმდეგია თავისი მტკიცებულებების გამოკვლევის – ლევან სამუშია
  • ბულგარეთში ერთმანეთს 70-ზე მეტი ავტომანქანა შეეჯახა – დაიღუპა 11 და დაშავდა 48 ადამიანი – მედია
  • 2027 წლის ბიუჯეტის განახლებული პროექტით განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაფინანსება თითქმის 300 მილიონი ლარით იზრდება – მარიამ ლაშხი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge