Tuesday, November 10, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

პარტიებმა, რომლის წინააღმდეგაც გვაქვს შეტანილი სარჩელი, ვერცერთი მტკიცებულება ვერ წარმოადგინეს იმ ბრალდებებისა და მტკიცებულებების გასაბათილებლად, რომელიც წარდგენილი გვაქვს – შალვა პაპუაშვილი

November 10, 2026
“კონსტიტუცია ცოცხალი ხდება მაშინ, როდესაც მოქალაქე მასში საკუთარი უფლებებისა და თავისუფლებების გარანტიას ხედავს, ხოლო ხელისუფლება მის მიერ დადგენილ საზღვრებს აღიარებს”- შალვა პაპუაშვილი

საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებით, რომელიც 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვას ითვალისწინებს და რომლის პროცესი დღეს განახლდა, პარლამენტის თავმჯდომარემ ჩეხეთში ვიზიტისას, მედიასთან კიდევ ერთხელ ისაუბრა.

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ოპოზიციამ, ამ დროის განმავლობაში, ვერ შეძლო და თავის დასაცავად ვერცერთი სამართლებრივი არგუმენტი ვერ წარმოადგინა, ამის ნაცვლად კი “ქართულ ოცნებას” ესხმიან თავს.

“საზოგადოება დარწმუნდა, რომ პარტიებმა, რომლის წინააღმდეგაც გვაქვს შეტანილი სარჩელი, ვერცერთი მტკიცებულება ვერ წარმოადგინეს იმ ბრალდებების და მტკიცებულებების გასაბათილებლად, რომელიც წარდგენილი გვაქვს. მთელი მათი ტაქტიკა იმაზე იყო აგებული, რომ “ქართული ოცნებისთვის” დაებრალებინათ რამე და შედავებოდნენ – გაღმა შედავების პრინციპით მოქმედებდნენ.

ეს სასამართლო არ არის “ქართულ ოცნებასთან” დაკავშირებით. მათ თუ რაიმე აქვთ შესადავებელი, შემოსულიყვნენ პარლამენტში და სარჩელი შეეტანათ “ქართულ ოცნებასთან” დაკავშირებითაც. ეს სასამართლო არ ეხება “ქართულ ოცნებას”, ეს სასამართლო ეხება მათ. ამიტომ, ტყუილად ხარჯავენ დროს და ენერგიას. ისაუბრონ იმ ბრალდებაზე, რომელიც მათ აქვთ წაყენებული და იმართლონ თავი.

საქმეც ის არის, რომ სამართლებრივი არაფერი აქვთ. როგორ უნდა იმართლონ თავი 4 ოქტომბრის შემოქმედებმა, რომლებიც პრეზიდენტის სასახლეს თავს ესხმოდნენ, მხარს უჭერდნენ ამ ძალადობას. როგორ უნდა იმართლონ თავი 2024 წელს უცხოელების დავალებით მანდატების დამხევების წარმომადგენელმა პარტიებმა, რით უნდა იმართლონ თავი, როდესაც აღიარებული აქვთ, რომ ისინი მოქმედებენ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, მუშაობენ უცხო ქვეყნის ხელისუფლებებთან, მათგან პოლიტიკური თავდასხმის მისაღებად საქართველოს წინააღმდეგ და მუშაობენ სანქციების დასაწესებლად ქვეყნის წინააღმდეგ. ამით არა მხოლოდ პოლიტიკურ, არამედ სისხლის სამართლის დანაშაულზეც კი საუბრობენ.

ცხადი გახდა, რომ არაფერი სათქმელი და თავის სამართლებელი არგუმენტი არ აქვთ. ცდილობენ თავს დაესხან სასამართლოს, მოსარჩელე მხარეს – “ქართულ ოცნებას”, მაგრამ ეს ტაქტიკა ფუჭია. თუ ჰგონიათ, რომ ბევრი ლაპარაკით დაიგროვებენ სათქმელს და ამით სტრასბურგში წარმატება ექნებათ, ძალიან ცდებიან, რადგან ეს იქნება ტყუილად დახარჯული დრო. ნაცვლად იმისა, რომ ისაუბრონ და თავი იმართლონ ბრალდებებთან დაკავშირებით, რომელიც წაყენებული აქვთ, თავს ესხმიან მოსარჩელეს”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ივანიშვილის მტაცებლური ეკონომიკური მოდელი აზარტულ თამაშებსა და მათგან შემოსულ ძალიან დიდ შემოსავალს ეფუძნება, რომელიც ივანიშვილის ოლიგარქიული კლანის წევრებზე ნაწილდება”- ირაკლი ფავლენიშვილი
  • უსასრულო აღვირახსნილობის პასუხი აუცილებლად მოგეთხოვებათ – დაჯი კოვზირიძე „ქართულ ოცნებას“
  • “აი, ასეთი ამბავია “უნივერსიტეტის” მეტროსთან, ფსიქიკა შეგვერყა” – ვრცელდება კადრები სოციალურ ქსელში

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge