Tuesday, November 10, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

დიალოგის საწყისი პირობა უნდა იყოს საქართველოს დამოუკიდებლობის, კონსტიტუციური წესრიგისა და მოქალაქეთა დემოკრატიული არჩევანის პატივისცემა – ირაკლი კირცხალია

November 10, 2026
დიალოგის საწყისი პირობა უნდა იყოს საქართველოს დამოუკიდებლობის, კონსტიტუციური წესრიგისა და მოქალაქეთა დემოკრატიული არჩევანის პატივისცემა – ირაკლი კირცხალია

გასულ კვირას განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ის ფუნდამენტური წინააღმდეგობები, რომლებიც საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებში არსებობს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, ევროკომისიის ანგარიშში წარმოდგენილია ყოვლად უსაფუძვლო და უარგუმენტო შეფასებები სასამართლო სისტემის, საკანონმდებლო ცვლილებებისა და ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შესახებ.

ამასთან, ირაკლი კირცხალია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ხელისუფლება ყველა დონეზე ამ ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის მზად არის.

“პირველ რიგში მინდა გამოვეხმაურო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტს საქართველოში და აღვნიშნო ამ უმაღლესი დონის ვიზიტის მნიშვნელობა საქართველო-ჩინეთის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ჭრილში. ჩვენი საპარლამენტო გუნდის სახელით მინდა ვუთხრა ჩვენს პარტნიორებს, რომ ამ მაღალი დონის ურთიერთობას ვაფასებთ, ვუფრთხილდებით და მზად ვართ ყველა დონეზე ამ ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის.

ასევე გასულ კვირას განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ის ფუნდამენტური წინააღმდეგობები, რომლებიც საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებში არსებობს.

ეს წინააღმდეგობები მხოლოდ ცალკეულ კანონებს, ევროკომისიის ანგარიშს ან დიპლომატიურ განცხადებებს არ უკავშირდება. საკითხი გაცილებით ღრმაა და ეხება სახელმწიფოს სუვერენიტეტს, დემოკრატიული მანდატის მნიშვნელობას, ეროვნული ინტერესების დაცვასა და საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობის პრინციპებს.

საქართველოს ევროპული ინტეგრაცია ჩვენი კონსტიტუციური არჩევანია, თუმცა ევროპული ინტეგრაციისკენ სწრაფვა არ აუქმებს საქართველოს, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოს, უფლებამოსილებას, დაიცვას საკუთარი კონსტიტუციური წესრიგი, კულტურული თვითმყოფადობა და დემოკრატიული ინსტიტუტები.

ევროკომისიის ბოლო ანგარიშმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ საქართველოს ხელისუფლებისა და ევროკავშირის დღევანდელი ინსტიტუტების პოზიციებს შორის მნიშვნელოვანი განსხვავებები არსებობს. ანგარიშში წარმოდგენილია ყოვლად უსაფუძვლო და უარგუმენტო შეფასებები სასამართლო სისტემის, საკანონმდებლო ცვლილებებისა და ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შესახებ.

ევროკომისიის ანგარიშში რამდენიმე ფუნდამენტური პოლიტიკური შეკითხვაა, რომელთაც პირდაპირი პასუხი სჭირდება: ვინ იღებს გადაწყვეტილებებს საქართველოში? ვინ განსაზღვრავს ჩვენს კანონებს? და სად გადის პარტნიორობასა და სუვერენული სახელმწიფოს საქმეებში ჩარევას შორის ზღვარი?

ჩვენგან ევროინტეგრაციის სანაცვლოდ ისეთი კანონების გაუქმებას ითხოვენ, როგორიცაა გამჭვირვალობის კანონი, ანტი ლგბტ, ოჯახური ღირებულებების შესახებ, არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონები, მაგრამ ქართველ ხალხს არ ეკითხებიან, სურთ თუ არა ამ კანონების გაუქმება.

საუბრობენ “უსამართლოდ დაკავებულებზე” – ვინ არიან “უსამართლოდ დაკავებულები”, ვისზეც ევროსასამართლომ დაადასტურა, რომ სისტემური წამების შემოქმედები იყვნენ? ვინ არიან “სინდისის პატიმრები”, ვინც გარედან მართულ აქციებზე პოლიციელებს ასახიჩრებდნენ და სახელმწიფო ინსტიტუტებს თავს ესხმოდნენ? მერაბ კოსტავას სამშობლოში „სინდისის პატიმრის“ წოდებას განსაკუთრებული ისტორიული და მორალური მნიშვნელობა აქვს; მისი გამოყენება ვერ იქნება პოლიტიკური ეტიკეტი, რომელიც მტკიცებულებებს ჩაანაცვლებს.

6 რევოლუციის მცდელობა ჰქონდათ საქართველოში, ჩვენთან გამოხატვის თავისუფლებად ასაღებენ ცეცხლწაკიდებულ პოლიციელებს, საფრანგეთში იგივე ქმედებისთვის მკვლელობის მუხლით იწყებენ გამოძიებას, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ანტი სამთავრობო მიტინგებზე იდგნენ თბილისში, დიპლომატიური მისია და სხვადასხვა ევროპული ქვეყნის პოლიტიკური თანამდებობის პირები პირდაპირ იყვნენ ჩართული საარჩევნო კამპანიაში.

რაზე ვსაუბრობთ? მიზანი ხომ ისედაც ნათელია! მათ არ აწყობთ საქართველოში ეროვნული ხელისუფლება, რომელიც თავისი ხალხის უსაფრთხოებასა და კეთილდღეობაზე იზრუნებს, მათ სჭირდებათ მათივე ინტერესების გამტარებელი აგენტები, რომლებსაც გააკეთებინებენ ყველაფერს და ქვეყანას კიდევ ერთხელ გახვევენ ომის ქარცეცხლში.

რაც შეეხება მოსამართლეების ე.წ ვეტინგს, ანუ, კითხვაა – ვის წინაშე იქნებიან ანგარიშვალდებული მოსამართლეები. მიუღებელია ისეთი მოდელი, რომელიც სასამართლოს დამოუკიდებლობის დაცვის ნაცვლად მის საქმიანობაზე გარედან პოლიტიკური კონტროლის შესაძლებლობას შექმნის. თუ სასამართლოს გადაწყვეტილებებს, პარლამენტის კანონებსა და აღმასრულებელი ხელისუფლების მოქმედებებს საბოლოოდ გარედან განსაზღვრავენ, რა რჩება ხალხის მიერ არჩეული ინსტიტუტების უფლებამოსილებიდან?

ჩვენ ღია ვართ დისკუსიებისთვის თანასწორობის პრინციპით, ჩვენი სურვილია ევროინტეგრაცია, მაგრამ არა სუვერენიტეტის სანაცვლოდ.

დიალოგის საწყისი პირობა უნდა იყოს საქართველოს დამოუკიდებლობის, კონსტიტუციური წესრიგისა და მოქალაქეთა დემოკრატიული არჩევანის პატივისცემა. ეს არ არის არჩევანი ევროპასა და საქართველოს შორის.

ეს არის მოთხოვნა, რომ ევროპული მომავალი შენდებოდეს სუვერენულ სახელმწიფოზე და არა მისი უფლებამოსილებების გაუფასურებაზე. ჩვენ გვჭირდება მშვიდობა, უსაფრთხოება, სამართლის უზენაესობა და პარტნიორობა, რომელიც ურთიერთპატივისცემას ეფუძნება. საქართველოს ევროპული გზა უნდა იყოს ღირსეული, დამოუკიდებელი საქართველოს გზა”, – განაცხადა კირცხალიამ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ასე ცალმხრივად პროცესის ჩატარება არ გამოვა! – თქვენი აცილების შუამდგომლობას დავაყენებ, რანაირად მელაპარაკებით, როდის გადაწყვიტეთ, რომ ასე საუბრის უფლება გაქვთ- ნიკა გვარამია რევაზ ნადარაიას
  • მოსამართლე ნადარაია მაია კოპალეიშვილს დარბაზიდან გაძევებით დაემუქრა – ხმაური საკონსტიტუციოში
  • “საქართველოს ყველა მეზობელთან და ძირითად სავაჭრო პარტნიორებთან კონფრონტაციაში შესვლას მოუწოდებენ – მზად ხართ, რომ თითოეული დილა დავიწყოთ ჩვენი პარტნიორების გმობით”- ლევან მახაშვილი ოპოზიციას

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge