Tuesday, November 10, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“როგორ შეიძლება ადამიანმა ამტკიცო, რომ ალეკო ელისაშვილს არავითარი კავშირი არ აქვს “ლელოსთან”, აი ასეთი ტყუილებით ცდილობენ, რომ ფონს გავიდნენ” – არჩილ გორდულაძე

November 10, 2026
“კანონის წინაშე ყველა თანასწორია, ირაკლი ღარიბაშვილს შეუძლია, სამართლიანი სასამართლოს ფარგლებში უდანაშაულობა დაამტკიცოს, თუმცა თავად აქვს დანაშაული აღიარებული…” – რას ამბობს არჩილ გორდულაძე

“ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებს კომისიის დასკვნის დართვა არ უნდოდათ, იმიტომ, რომ ამ დასკვნაში მითითებულია ცნობილი კასტილებიანი კაცის აღიარება, თუ როგორ აუპატიურებდა იგი მაგიდაზე დასკოჩილ ადამიანს და ამ საკითხებთან დაკავშირებით ქალბატონი წითლიძე, “ნაციონალური მოძრაობა” და მისი წარმომადგენლები საუბრობენ, რომ არაფერი დარღვევა არ ყოფილა, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომის დაწყებამდე მედიასთან განაცხადა.

გორდულაძის თქმით, სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილებების 80% 2004-2012 წლებს მიემართება, სადაც დაფიქსირებულია წამების, სიცოცხლის ხელყოფისა და ადამიანების უფლებების ფეხქვეშ გათელვის ფაქტები, ხოლო ეს პარტიები ამ ყველაფერს დღემდე არ ემიჯნებიან.

“კოლექტიურ ნაცმოძრაობას” პრობლემები აქვთ ფაქტებთან, ისინი უბრალოდ ამ ფაქტებს არ აღიარებენ, არ ცნობენ, ამავდროულად არ ემიჯნებიან იმ დანაშაულებრივ ქმედებებს, რომლებთან დაკავშირებითაც უკვე სასამართლოში არის ასეულობით საქმე, შეგახსენებთ, რომ 227 საქმის სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილების 80% მიემართება 2004-2012 წლებს, იმ საქმეებს სადაც დაფიქსირებულია ადამიანების წამების, სიცოცხლის ხელყოფის, რეკეტის, სამართლიანი სასამართლოს პრინციპების, პირადი ცხოვრების პრინციპების ფეხქვეშ გათელვა, და ამ სისტემის შექმნაში მონაწილეობდნენ ეს კონკრეტული პარტიები, ან მას მხარს უჭერენ და არ ემიჯნებიან, მათთან ერთად კოალიციებს მართავენ და საუბრობენ მერე, რომ კოალიციები უბრალოდ არ გვქონიაო.

აი, მაგალითისათვის, პარლამენტში რამდენიმე დღის წინ გვქონდა განხილვა, სადაც ესწრებოდა “გახარიას” წარმომადგენელი, რომელიც “ნაციონალურ მოძრაობასთან” მჭიდრო კავშირის გამო გახდა ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე და სამი დღის განმავლობაში ამ პოზიციას იკავებდა და შემდეგ ურცხვად ამტკიცებდა, ისევ კომიტეტის სხდომაზე თითქოს აქ კოალიცია არ ქონია.

როგორ შეიძლება ადამიანმა ამტკიცო, რომ ალეკო ელისაშვილს არავითარი კავშირი არ აქვს “ლელოსთან”, აი ასეთი ტყუილებით ცდილობენ, რომ ფონს გავიდნენ. საერთოდ ანა წითლიძეს რაც შეეხება, ქალბატონი არის სამეგრელოდან, ასე პოზიციონირებს და ამბობს, იქედნურად საუბრობს, რომ სად არის 26 ათასი გაუპატიურებული ადამიანი, ტყუილად არ გამისვია ხაზი, რომ ამას სამეგრელოს წარმომადგენელი ამბობდა, იმ რეგიონის წარმომადგენელი, სადაც აღმოაჩინეს კასრები, სადაც ადამიანების ღირსება რომ უბრალოდ აღარ არსებობდა, აი ამ ზომამდე რომ მიიყვანეს ადამიანები და საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, მათ შორის, კომისიის დასკვნის დართვა რატომ არ უნდოდათ “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებს,

იმიტომ, რომ ამ დასკვნაში მითითებულია ის საზოგადოებაში ცნობილი კასტილებიანი კაცის აღიარება, თუ რა დანაშაული აქვს ჩადენილი, როგორ აუპატიურებდა იგი მაგიდაზე დასკოჩილ ადამიანს და ამ საკითხებთან დაკავშირებით ქალბატონი წითლიძე ანუ “ნაციონალური მოძრაობა” და მისი წარმომადგენლები საუბრობენ, რომ არაფერი დარღვევა არ ყოფილა, მიხეილ სააკაშვილი, მათი აპოლოგეტი, მთავარი ფუძემდებელი და “ნაციონალური მოძრაობის” პარტიის იდეოლოგი ამბობს, რომ 7 ნოემბერს ადამიანის უფლებების დარღვევა არ ყოფილა და თურმე, არცერთი კანონი არ დაგვირღვევიაო და “ბადრის რა”, ამ შეძახილით რომ გამოდიოდნენ რუსთაველის გამზირზე,

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, რას უშვებოდნენ ადამიანებს, როგორ ჩეხდნენ და სისხლის ტალღას ატრიალებდნენ, ეს კანონის დარღვევა თუ არ არის, ასე წარმოუდგენია ესე იგი სამართლებრივი სახელმწიფო “ნაციონალურ მოძრაობას”, იმ “ნაციონალურ მოძრაობას”, რომელიც დღემდე არ ემიჯნება თავის ჩადენილ დანაშაულს, ბოდიშსაც არ იხდის საზოგადოების წინაშე და კიდევ აქვს სურვილი, რომ პოლიტიკური აქტივობით იყოს დაკავებული, ამიტომაც არის, რომ შეუძლებელია უბრალოდ ვინმემ თქვას, რომ ჩვენი სარჩელი დასაბუთებული არ არის, იმიტომ, რომ ჩვენ ამ ქვეყანაში ვცხოვრობთ, გვიცხოვრია და მომავალშიც ვაპირებთ ცხოვრებას”, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ასე ცალმხრივად პროცესის ჩატარება არ გამოვა! – თქვენი აცილების შუამდგომლობას დავაყენებ, რანაირად მელაპარაკებით, როდის გადაწყვიტეთ, რომ ასე საუბრის უფლება გაქვთ- ნიკა გვარამია რევაზ ნადარაიას
  • მოსამართლე ნადარაია მაია კოპალეიშვილს დარბაზიდან გაძევებით დაემუქრა – ხმაური საკონსტიტუციოში
  • “საქართველოს ყველა მეზობელთან და ძირითად სავაჭრო პარტნიორებთან კონფრონტაციაში შესვლას მოუწოდებენ – მზად ხართ, რომ თითოეული დილა დავიწყოთ ჩვენი პარტნიორების გმობით”- ლევან მახაშვილი ოპოზიციას

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge