ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის თაობაზე „ქართული ოცნების“ სარჩელის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში რამდენიმე წუთში დაიწყება.
ერთკვირიანი შესვენების შემდეგ, ოპოზიციაში გასული 8-დღიანი სხდომების მიმდინარეობას აფასებენ
“ლელო-ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი სიორიძის თქმით, საზოგადოებამ 8 დღიოს განმავლობაში კარგად დაინახა, რომ “ქართული ოცნების” სარჩელი “პოლიტიკური მოტივით შეკერილია”.
უკვე ბევრი რამ გამოაჩინა გასულმა 8-დღიანმა პროცესმა, როგორც წარიმართა “ქართული ოცნების” მხრიდან. ჩემი აზრით, ეს იყო “ქართული ოცნებისთვის” საზოგადოების თვალში განადგურების ტოლფასი. დაინახა ყველამ, რომ არანაირი არგუმენტი არ არსებობს, არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს – არის სრულიად აბსურდული, პოლიტიკური მოტივით შეკერილი სარჩელი. არაფერ შუაში, არაფერ ბმაში არ არის ეს ოპოზიციური პარტიები ერთმანეთთან და ერთადერთ მიზანს ემსახურება, რომ გააუქმონ პოლიტიკური ოპოზიცია., გააფორმონ დიქტატურა”, – განაცხადა გიორგი სიორიძემ.
საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარეობს არსებითი განხილვის სხდომა საქმეზე „საქართველოს პარლამენტის წევრების, “ქართლი ოცნების“ 88 დეპუტატის კონსტიტუციური სარჩელი პოლიტიკური პარტიების – „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“, „გახარია საქართველოსთვის“) – საქმიანობის კონსტიტუციურობისა და აკრძალვის საკითხზე“.
სხდომა, რომელიც 9 ნოემბერს იყო ჩანიშნული, ერთ-ერთი მოსამართლის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო და გადაიდო.
