საქართველოს საპენსიო ფონდის მონაცემებით, 2026 წლის 31 ოქტომბრის მდგომარეობით, საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1 მილიონ 787 ათას ადამიანს შეადგენს.
ამავე პერიოდისთვის, საპენსიო ფონდის ჯამურმა აქტივებმა 10.2 მილიარდ ლარს გადააჭარბა, ხოლო დაგროვილმა საინვესტიციო სარგებელმა 3.0 მილიარდ ლარს მიუახლოვდა.
რაც შეეხება განაცემებს, დაგროვებითი პენსიით სულ 38,186-მა პირმა ისარგებლა, საიდანაც პენსიის სახით გაცემულმა თანხამ 201,645,743.53 ლარი შეადგინა.
