Tuesday, November 10, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“თუ საკონსტიტუციო სასამართლო დააკმაყოფილებს სარჩელს, ეს გახდება შესაძლებლობა ქართული დემოკრატიისათვის, რომ არა კონსტიტუციის ფეხქვეშ გამთელი პარტიები იყვნენ ოპოზიციურ ველზე…”-რას ამბობს არიჩილ გორდულაძე

November 10, 2026
“გახარიას პარტია იშლება”-არჩილ გორდულაძე

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომის დაწყებამდე მედიასთან კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ მზად არიან მოსამართლეების მხრიდან დასმულ კითხვებს უპასუხონ და კიდევ ერთხელ „ნაციონალური მოძრაობის“ და მათთან მჭიდროდ დაკავშირებული არაკონსტიტუციური პარტიების დანაშაულებრივი ფაქტები წარმოადგინონ.

„მას შემდეგ, რაც 5 დღის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების წარმომადგენლების მხრიდან დემაგოგიის, პოლიტიკურ ტრიბუნად სასამართლოს სხდომის გადაქცევის, ტყუილების, ფაქტებით მანიპულირების კასკადი ვიხილეთ, დღეს დაიწყება სასამართლო პროცესი, კითხვები მოსამართლეების მხრიდან და ჩვენ მზად ვართ, თითოეულ საკითხთან დაკავშირებით გვქონდეს მსჯელობა და კიდევ ერთხელ საზოგადოების და სასამართლოს სამსჯავროზე გამოვიტანოთ „ნაციონალური მოძრაობის“ და მათთან მჭიდროდ დაკავშირებული არაკონსტიტუციური პარტიების დანაშაულებრივი, კონსტიტუციის დარღვევის მცდელობები იქნება თუ განხორციელებული ფაქტები“,-აღნიშნა გორდულაძემ.

გორდულაძის განმარტებით, მმართველი გუნდის მიზანია საკონსტიტუციო სასამართლომ შეაფასოს აღნიშნული პარტიების ანტიკონსტიტუციური ქმედებები, რაც, მათი თქმით, ქართულ დემოკრატიას განვითარების შესაძლებლობას მისცემს.

„მაშინ, როდესაც ჩვენს ქვეყანაში არსებობს ეგრეთ წოდებული პოლიტიკური ძალები, რომლებიც ერთი მხრიდან იმართებიან, ერთად გაერთიანებულები არიან, ერთ ორგანიზმად პოზიციონირებენ, მიუხედავად იმისა, რომ გარკვეულ შემთხვევებში ერთმანეთის მიმართ პიროვნული ანტიპათიები ახასიათებთ, როდესაც დავალების შესასრულებლად ყოველთვის ერთსა და იმავეს ამბობენ, ერთსა და იმავეს აკეთებენ. თუნდაც ჩინეთის პრეზიდენტის ვიზიტი, რომელმაც ისე ჩაიარა, თითქოს მათთვის უბრალოდ არ არსებობდა ასეთი ფაქტი. ზუსტად იგივე, მათი ეგრეთ წოდებული მედიები, პარტიული დანაყოფები არ აშუქებდნენ ან ცდილობდნენ სადღაც ბოლო ნიუსად გაეშვათ და გაევრცელებინათ. კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ ისინი ერთ თანხვედრაში არიან, როდესაც სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი საკითხის გადაწყვეტა ხდება. ამავდროულად 2012 წლიდან, დღევანდელ დღემდე, ბოლო პარტიის დაფუძნების დღიდან პირდაპირ ეს პარტიები ჩართულები არიან არაკონსტიტუციურ საქმიანობაში. ამავდროულად, ჩვენ არ გვაქვს უფლება, რომ 2004-2012 წლები დავივიწყოთ და არ შევაფასოთ სამართლებრივადაც. მთავარი არის, რომ ამ ადამიანებისათვის კონსტიტუცია, ქვეყნის სუვერენიტეტი, სამართლებრივი სახელმწიფო, დემოკრატიის პრინციპი უბრალოდ არ არსებობს. ფეხქვეშ თელავენ ადამიანების გადაწყვეტილებას, ქართველი ხალხის ნებას და ცდილობენ, რომ გარე მმართველობა დაამყარონ ამ ქვეყანაში. ამიტომ ჩვენი ვალია, როგორც პასუხისმგებლიანი გუნდისა, რომ მივმართოთ საკონსტიტუციო სასამართლოს და საკონსტიტუციო სასამართლომაც შეაფასოს მათი ანტიკონსტიტუციური ქმედებები. რაც თავის შინაარსით, თუ საკონსტიტუციო სასამართლო დააკმაყოფილებს ჩვენს სარჩელს, ეს გახდება შესაძლებლობა ისევ ქართული დემოკრატიისათვის, რომ რეალურად არა კონსტიტუციის ფეხქვეშ გამთელი პარტიები იყვნენ ოპოზიციურ ველზე, არამედ ისეთი პარტიები, რომელთათვის მნიშვნელოვანი არის ამ ქვეყნის მშვიდობიანი და განვითარებული მომავალი და მათთან გვექნება ჩვენ უკვე პოლიტიკური კამათი და არ ვიქნებით ჩვენი ქვეყნის მხოლოდ დაცვაში ამ უცხო ძალების ნების გამტარებელი პარტიებისა თუ პირებისა“,- განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • დიალოგის საწყისი პირობა უნდა იყოს საქართველოს დამოუკიდებლობის, კონსტიტუციური წესრიგისა და მოქალაქეთა დემოკრატიული არჩევანის პატივისცემა – ირაკლი კირცხალია
  • “როგორ შეიძლება ადამიანმა ამტკიცო, რომ ალეკო ელისაშვილს არავითარი კავშირი არ აქვს “ლელოსთან”, აი ასეთი ტყუილებით ცდილობენ, რომ ფონს გავიდნენ” – არჩილ გორდულაძე
  • “საქართველოში ასე არის მიჩნეული, რომ თუ მიწაზე საკუთრების უფლება გაქვს, შეუზღუდავად შეგიძლია მშენებლობის განხორციელება” – რას ამბობს კობა ყალიჩავა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge