ქობულეთის შემოვლითი გზაზე, ჩაქვთან, სავალი ნაწილი ჩავარდა, რის გამოც შეფერხებულია ავტომანქანების თავისუფლად გადაადგილება.
„ბათუმელებს“ გზების დეპარტამენტში უთხრეს, რომ ამ ეტაპზე ქობულეთის შემოვლით გზაზე მოძრაობის ჩაკეტვა დაგეგმილი არ არის.
„ქობულეთის შემოვლით გზაზე – სენაკი-ფოთი-სარფის 86-ე კმ-ზე გუშინ განვითარებული მეწყრული პროცესის შედეგად დაზიანდა არსებული მიწის ვაკისი, რის გამოც შევიწროვდა ბათუმი-თბილისის მიმართულებით სამოძრაო ზოლი, განთავსთა დროებითი საგზაო ნიშნები. მოძრაობის ჩაკეტვა ამ ეტაპისთვის დაგეგმილი არ არის.
დაწყებულია წინასამობილიზაციო სამუშაოები გეოლოგიური კვლევების ჩასატარებლად“ – მოგვწერეს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან.
