რომან გოცირიძე „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ აკრიტიკებს
„სახელმწიფო ენერგეტიკულმა კომპანიამ “საქართველოს სახელმწიფო ენერგოსისტემამ” განაცხადა, რომ გერმანული კომპანია “სიმენსისგან” 48 ათას დოლარად შეიძენს პროგრამულ უზრუნველყოფას, რომელიც დენის ავარიული გამორთვისგან დაიცავს სისტემას. რამდენად არაკომპეტენტური უნდა ყოფილიყო ამ კომპანიის ხელმძღვანელობა, რომ მხოლოდ ახლა გააცნობიერეს მსგავსი პროგრამის დაყენების აუცილებლობა. ამ კომპანიის დირექტორის ხელფასი წელიწადში 215 ათასი ლარი, ანუ თითქმის ორჯერ მეტია, ვიდრე ამ პროგრამული უზრუნველყოფის შეძენა დაჯდება.
ქვეყნის ორდღიანი დაბნელება ყველას დაავიწყდა. არა თუ არავინ დასჯილა, პრემიებსაც კი გამოიწერენ საახალწლოდ” – წერს რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში
