უნგრული მედიის ცნობით, 9 ნოემბერს უნგრეთის ყოფილი პრემიერმინისტრ ვიქტორ ორბანის ძმა, არონ ორბანი, საზღვარზე ადამიანების უკანონოდ გადაყვანის საქმეზე დააკავეს.
უნგრეთის პრემიერმინისტრმა პეტერ მადიარმა Facebook-ზე ეს ინფორმაცია მედიაზე დაყრდნობით გაავრცელა, თუმცა, საგამოძიებო უწყებებს არონ ორბანის დაკავება ოფიციალურად ჯერ არ დაუდასტურებიათ.
ამავდროულად, უნგრეთის აქტივების დაბრუნებისა და დაცვის ეროვნული უწყების ცნობით, ბუდაპეშტსა და პეშტის ოლქში რამდენიმე ადამიანი დააკავეს. ოპერაციის ფარგლებში რამდენიმე მისამართზე ჩატარდა ჩხრეკაც.
თავის მხრივ, ვიქტორ ორბანი ძმის დაკავების შესახებ ცნობებს Facebook-ზე გამოეხმაურა. მისი მტკიცებით, ახალი მთავრობა პოლიტიკური ოპონენტების ჩამოშორებას ცდილობს.
“მთავარი სამიზნე მე ვარ, ჩემი ძმა კი მხოლოდ პაიკია.” – დაწერა ორბანმა.
