Monday, November 9, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის მიერ საქართველოს „სამხრეთ კავკასიაში პირველ სტრატეგიულ პარტნიორად“ მოხსენიება საყურადღებო გზავნილია – გია აბაშიძე

November 9, 2026
ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის მიერ საქართველოს „სამხრეთ კავკასიაში პირველ სტრატეგიულ პარტნიორად“ მოხსენიება საყურადღებო გზავნილია – გია აბაშიძე

ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის მიერ საქართველოს „სამხრეთ კავკასიაში პირველ სტრატეგიულ პარტნიორად“ მოხსენიება საყურადღებო გზავნილია და მიუთითებს, რომ პეკინი საქართველოს სულ უფრო მნიშვნელოვან ადგილს ანიჭებს საკუთარ ევრაზიულ სტრატეგიაში, – წერს ანალიტიკოსი, გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

როგორც აბაშიძე აღნიშნავს, ჩინეთის ინტერესი, პირველ რიგში, ევროპასთან დამაკავშირებელ ალტერნატიულ სავაჭრო მარშრუტებს, შუა დერეფანსა და შავი ზღვის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას უკავშირდება. მისივე თქმით, შესაბამისად, საქართველო ჩინეთისთვის მხოლოდ სავაჭრო პარტნიორი კი არა, ევრაზიული დაკავშირებადობის მნიშვნელოვანი გეოგრაფიული კვანძიცაა.

მისი შეფასებით, საქართველო სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება ევრაზიულ გეოპოლიტიკურ სივრცეში – არა მხოლოდ თავისი სატრანზიტო მდებარეობით, არამედ იმ პოლიტიკური და ეკონომიკური შესაძლებლობებითაც, რომლებსაც ახალი საერთაშორისო წესრიგის ფორმირება ქმნის.

„ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის მიერ საქართველოს „სამხრეთ კავკასიაში პირველ სტრატეგიულ პარტნიორად“ მოხსენიება საყურადღებო გზავნილია და მიუთითებს, რომ პეკინი საქართველოს სულ უფრო მნიშვნელოვან ადგილს ანიჭებს საკუთარ ევრაზიულ სტრატეგიაში.

ჩინეთის ინტერესი პრაგმატულია: ევროპასთან დამაკავშირებელი ალტერნატიული სავაჭრო მარშრუტები, შუა დერეფანი და შავი ზღვის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა. ამ თვალსაზრისით, საქართველო ჩინეთისთვის მხოლოდ სავაჭრო პარტნიორი კი არა, ევრაზიული დაკავშირებადობის მნიშვნელოვანი გეოგრაფიული კვანძია.

ამ პროცესს განსაკუთრებულ მნიშვნელობას სძენს რეგიონული ძალთა ბალანსი. სამხრეთ კავკასიაში ერთმანეთს კვეთს რუსეთის ისტორიული გავლენა, თურქეთის რეგიონული ინტერესები, დასავლეთის სტრატეგიული ხედვა და ჩინეთის მზარდი ეკონომიკური და პოლიტიკური ჩართულობა. პეკინის გააქტიურება ამ კონკურენციას ახალ განზომილებას მატებს, მით უფრო, რომ ჩინეთ-რუსეთის პარტნიორობა რეგიონული ინტერესების სრულ თანხვედრას არ გულისხმობს.

ამ ფონზე მნიშვნელოვანია საქართველოს მულტივექტორული საგარეო პოლიტიკა. თბილისი აფართოებს პარტნიორობის გეოგრაფიას, ავითარებს ურთიერთობებს სხვადასხვა გეოპოლიტიკურ ცენტრთან და მყარად ინარჩუნებს საკუთარი საგარეო პოლიტიკური გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების შესაძლებლობას.

მთავარი გეოპოლიტიკური ტენდენცია ნათელია: ჩინეთის გააქტიურება და საქართველოს მულტივექტორული პოლიტიკა სამხრეთ კავკასიაში ძალთა და ინტერესთა ახალ კონფიგურაციას აყალიბებს.

საქართველო სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება ევრაზიულ გეოპოლიტიკურ სივრცეში – არა მხოლოდ თავისი სატრანზიტო მდებარეობით, არამედ იმ პოლიტიკური და ეკონომიკური შესაძლებლობებითაც, რომლებსაც ახალი საერთაშორისო წესრიგის ფორმირება ქმნის“, – წერს აბაშიძე.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ჩინეთის დელეგაციის ისტორიულ ვიზიტზე ოპოზიცია და ოპოზიციური მედიის დიდი ნაწილი დუმილს ამჯობინებს, რითაც ვიზიტის წონის დაკნინება სურთ, მაგრამ რეალურად მათ ბოროტ ბუნებას აჩვენებს – დავით ჩიხელიძე
  • ავტობიზნესმა $1 მილიარდის ზარალი განიცადა
  • უნგრეთში ვიქტორ ორბანის ძმა ადამიანებით ტრეფიკინგის საქმეზე დააკავეს – მედია

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge