Monday, November 9, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

ვოლოდიმირ ზელენსკი განცხადებას ავრცელებს

November 9, 2026
ვოლოდიმირ ზელენსკი განცხადებას ავრცელებს

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლაიენს რუსეთის თავდასხმების გამო ელექტროენერგიის, წყლისა და გათბობის მიწოდებასთან დაკავშირებით შექმნილ რთულ ვითარებაზე ესაუბრა.

„ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლაიენს ვესაუბრე. ამჟამად, რუსული თავდასხმების გამო, ჩვენი მრავალი ქალაქი და თემი ელექტროენერგიის, წყლისა და გათბობის მიწოდებასთან დაკავშირებით ძალიან რთულ ვითარებაშია. ყველაზე მძიმე მდგომარეობაა კიევში, დნეპროპეტროვსკის, სუმისა და დონეცკის ოლქებში, ასევე ხერსონში”, – წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.

მისი ინფორმაციით, შეთანხმდნენ, რომ ევროკავშირი სპეციალურ საგანგებო მექანიზმს აამოქმედებს, რაც უკრაინის სწრაფი დაფინანსების შესაძლებლობას შექმნის.

„ურსულას გავაცანი არსებული გამოწვევები და შევთანხმდით, რომ ევროკავშირი სპეციალურ საგანგებო მექანიზმს აამოქმედებს. ეს შესაძლებელს გახდის, უკრაინას სწრაფად გამოეყოს დაფინანსება იმ ყველაზე გადაუდებელი საჭიროებებისთვის, რომლებიც ქვეყანას ამჟამად აქვს. ჩვენი გუნდები ამ საკითხზე უკვე მუშაობენ”, – აცხადებს ზელენსკი.

მისი თქმით, განიხილეს ზამთრისთვის მოსამზადებლად საჭირო დამატებითი ენერგეტიკული და ჰუმანიტარული დახმარება, ასევე ევროინტეგრაციასთან დაკავშირებული საკითხები.

„გასულ კვირას ევროკომისიამ გამოაქვეყნა ევროკავშირის გაფართოების ყოველწლიური პაკეტი, რომელშიც უკრაინის პროგრესი დადებითად შეფასდა. მნიშვნელოვანია ყველა კლასტერის გახსნა და მოლაპარაკების თავების დახურვის პროცესის დაწყება. რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ დიპლომატიაზეც. ბოლო დღეებში ბრიუსელში მოლაპარაკებები გაიმართა, სადაც ჩვენმა გუნდებმა ნაყოფიერად იმუშავეს აღდგენის გეგმასა და ევროპის მხრიდან უსაფრთხოების გარანტიებზე. ურსულასთან ერთად ასევე შევაჯერეთ პოზიციები აბუ-დაბიში დაგეგმილ შეხვედრასთან დაკავშირებით. ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ სამმხრივმა ფორმატმა შედეგი გამოიღოს”, – წერს ზელენსკი.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • გარედან მიღებულ დავალებებს ერთნაირი მონური მორჩილებით ასრულებენ როგორც „პოლიტიკოსები“, ასევე „ჟურნალისტები“- არჩილ გორდულაძე
  • ადვოკატის ინფორმაციით, ღარიბაშვილი ციხეში სახალხო დამცველმა მოინახულა
  • “ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ ეროვნული ბანკი კარგ ფორმაშია – უკვე დიდი ხანია, რაც ლარის კურსი მყარია”- პაატა კვიჟინაძე

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge