საჯარო უწყებებს ამ დრომდე არ გაუციათ კითხვაზე პასუხი – როგორ შევიდა სატვირთო ბორანი ოკუპირებულ ოჩამჩირეში.
საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, პალაუს დროშის ქვეშ მცურავი ბორანი Firuze G [IMO: 7811329] ოკუპირებულ აფხაზეთში 31 ოქტომბერს ოჩამჩირის პორტში შევიდა, ადგილზე 5 დღეს დარჩა და ოჩამჩირის პორტი 5 ნოემბერს დატოვა.
უცნობია კონკრეტულად რა ჩაიტანა ბორანმა ოჩამჩირის პორტში.
სანაპირო დაცვის ყოფილი მაღალჩინოსანი “პირველებთან” ამბობს, რომ დაირღვა კანონი ოკუპაციის შესახებ.
„ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეკონომიკური საქმიანობა შეზღუდულია.
