Monday, November 9, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

თამარ ივერი ბიძინა ივანიშვილს მიმართავს

November 8, 2026
თამარ ივერი ბიძინა ივანიშვილს მიმართავს

თამარ ივერი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს.

“ბატონო ბიძინა,მოგმართავთ დიდი პატივისცემით. ვიცი,რომ გყავთ როგორც ძაღლები,ასევე როგორც ამბობენ სხვადასხვა ცხოველები თუ ფრინველები.მეც ასევე არაერთი ცხოველის პატრონი გახლავართ და მიყვარს ყველა ის ადამიანი,ვისაც ისინი უყვართ.
ჩემი დიდი თხოვნაა,

გთხოვთ,დადექით სიმართლის და გულანთებული ცხოველთადამცველების მხარეს და მათ პოზიციაზე!

მერწმუნეთ,გავა დრო და ისტორიაში სამარცხვინო ასოებით ჩაიწერება ეს საშინელი ცხოველთა ჟლეტის და დაწვის ფაქტები! მოვა დრო და ადამიანები ყველა იმ ჩინოვნიკებს არაერთხელ გამოააშკარავებენ და “დაითვლიან”,ვინც ეს გენოციდი ჩაიდინა,მასზე ხმა აიმაღლა ან ჩირგვებში განაგრძო ჯდომა! ასეთი რამ მსოფლიოს არც ერთ ცივილიზებულ ქვეყანას არ გაუკეთებია!

მინდა გითხრათ რომ როგორც თქვენი ოჯახის საყვარელ, ფუმფულა პომერანულ შპიცებს სტკივა,ასევე სტკივათ იმ “ქუჩის ძაღლებს”!!

ნაგავსაყრელებზე ცხოვრება მათ არ აურჩევიათ! რა ქნან თუ განგებამ მათ ბუნკერთან მიუჩინა ადგილი,ხოლო ზოგ ძაღლს თბილ ბალიშებზე და ლიმუზინებში? ღარიბი ადამიანი იშრომებს და მიაღწევს ცხოვრებაში ლიმუზინებით ატაროს მძღოლმა.მაწანწალა ძაღლი კი ვერ “იმუშავებს” და ვერაფერს შეცვლის მის ცხოვრებაში რომ მანაც დაიმსახუროს ფუფუნებაში ცხოვრება (თუ ის ვინმე ღვთისნიერმა არ იშვილა,რაც მილიონში ერთს უმართლებს) .

მათ ყველას ერთნაირად სტკივათ,ერთნაირად უხარიათ,ერთნაირი ერთგულება და მადლიერება იციან(და ბევრად უფრო დიდიც,ვიდრე “ბალიშის ძაღლებმა”) და მათ,სრულიად ჯანმრთელებს ყოველდღიურად მზაკვრულად იპარავენ,აქრობენ და სადისტურად კლავენ ცხოველთადამცველთა მიერ გამოაშკარავებული ზოოფაშისტ ჯალათთა გუნდი! ხალხს კი თვალში ნაცარს აყრიან რომ თავშესაფარში ყველაფერი გამჭვირვალედ ხდება. ვაი რომ სიმართლე “შუბი ხალთაშია” და მას დიდი მცდელობების მიუხედავად ვერ მალავენ!

უამრავი ვიდეო აუდიო მასალაა ამ ზოოფაშისტთა მამხილებელი,მაგრამ რაიმე კომენტარით თავს არავინ იწუხებს. ალბათ წარმოიდგენაც გაგიჭირდებათ ვინმემ იგივე თქვენს შპიცებს გაუკეთოთ…აი,მათ კი ყოველდღიურად მზესუმზირასავით არც კი ითვლიან ისე ხოცავენ!!

ახლა როცა ამ წერილს გწერთ,ახლაც მიმდინარეობს მათი უბნებიდან გაქრობა და ხოცვა.ამ პირსისხლიან,შუბლზე ძარღვგაწყვეტილ ხალხს არაფერი აჩერებს! არსებობს ინფორმაცია რომ არაბი ინვესტორების მოთხოვნაა ეს.ნუთუ არაბების კაპრიზს უნდა შეეწირონ ჩვენს გვერდით მაცხოვრებელი ეს უდანაშაულო ოთხფეხა მეგობრები? წარმოდგენაც მიჭირს ამ არგუმენტის შესახებ.ეს ყოველგვარი ზნეობის ნიშნულს ქვემოთაა!”

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • რიკოთი ამ წუთებში – კადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება
  • ილია ვეკუას სახელობის თბილისის N42-ე ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლაში სწავლა ორშაბათიდან აღდგება
  • ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტ გოგონათა სავარაუდო სექსუალური შევიწროების საკითხზე ეთიკის კომისიას მიმართავენ

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge