Monday, November 9, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“მომავალი თაობისათვის წმინდა ილია მართლის ცხოვრება მუდამ დარჩება მაგალითად, თუ როგორ უნდა უყვარდეს ადამიანს საკუთარი სამშობლო” – ირაკლი კობახიძე

November 8, 2026
გამჭვირვალობაა ზუსტად ევროპული სტანდარტი და ანალოგიურ კანონებს იღებენ ევროპის არაერთ ქვეყანაში, ამ კანონს ჰქონდა კონკრეტული შედეგი, თითქმის სრულად განეიტრალებულია უცხოური აგენტურა – ირაკლი კობახიძე

ჩვენი წარსული მდიდარია თვალსაჩინო საერო თუ სასულიერო მოღვაწეებით, თუმცა ილია ჭავჭავაძე იყო ერთადერთი, რომელსაც ქართველმა ხალხმა, სიცოცხლეშივე, დამსახურებლად და დიდი სიყვარულით უწოდა „ერის მამა“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ყვარელში, ილიაობის დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერის თქმით, ილია ჭავჭავაძემ ქვეყნისთვის ურთულეს ეპოქაში გააერთიანა ყველაფერი, რაც მაშინდელ საქართველოს სჭირდებოდა.

„გილოცავთ ილიაობას, ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს დღესასწაულს. ილია ჭავჭავაძის დაბადების დღე გამორჩეულია ისტორიული სიმბოლიზმითა და მნიშვნელობით. ჩვენ შევიკრიბეთ მის მშობელ კუთხეში, რათა კიდევ ერთხელ მივაგოთ პატივი იმ გამორჩეულ მემკვიდრეობას, რომელმაც ქართველი ერის თვითშეგნება, სულიერი სიმტკიცე და მომავლის რწმენა განსაზღვრა.

ილია ჭავჭავაძეზე როდესაც ვსაუბრობთ, ბუნებრივია, პირველ რიგში, ვფიქრობთ იმ საწყისებზე, რაზეც თანამედროვე ქართული სახელმწიფოებრიობა, კულტურა და ერის ერთობა დგას. ილიამ თითქმის შეუძლებელი შეძლო – ქვეყნისათვის ურთულეს, გარდამტეხ ეპოქაში მან გააერთიანა ყველაფერი, რაც მაშინდელ საქართველოს სჭირდებოდა – საზოგადო მოღვაწე, მწერალი, პუბლიცისტი, ბანკის დამფუძნებელი, ქართული თეატრის აღმშენებელი და, რაც მთავარია, ერის წინამძღოლი. თანამედროვე საქართველოში არ მოიძებნება საზოგადოებრივი ცხოვრების არცერთი სფერო, რომელიც მის ნააზრევს არ ეყრდნობა. ასეთი მრავალმხრივი მოღვაწეობის მაგალითი მსოფლიო ისტორიაშიც კი იშვიათობაა – ეს არის საყოველთაო მნიშვნელობის მოვლენა, როდესაც ერთი ადამიანის ცხოვრებამ ერის განვითარების გზა განსაზღვრა.

საბედნიეროდ, ჩვენი წარსული მდიდარია თვალსაჩინო საერო თუ სასულიერო მოღვაწეებით, თუმცა ილია ჭავჭავაძე იყო ერთადერთი, რომელსაც ქართველმა ხალხმა, სიცოცხლეშივე, დამსახურებლად და დიდი სიყვარულით უწოდა „ერის მამა““, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძის თქმით, ილია ჭავჭავაძემ დატოვა ქართველთა უმთავრესი ანდერძი – „მამული, ენა, სარწმუნოება“, რაც არა მხოლოდ ქართული ეროვნული ცნობიერების საფუძველია, არამედ მოქმედების გეგმა, რომელიც დღესაც ისეთივე აქტუალურია, როგორც ილია ჭავჭავაძის მოღვაწეობის დროს.

„წლევანდელი თარიღი განსაკუთრებულ დატვირთვას ატარებს. წელს ჩვენ ვზეიმობთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილეს. ასეთ ღირსშესანიშნავ დროს, შეუძლებელია, არ გავიხსენოთ ის უდიდესი ძალისხმევა, რაც ილია ჭავჭავაძემ გასწია დედაეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისთვის. მრავალ სხვა დიდ საქმესთან ერთად, სწორედ ამ ღვაწლისთვისაც შერაცხა იგი წმინდანად ქართულმა ეკლესიამ.

ილია ჭავჭავაძემ დაგვიტოვა ქართველთა უმთავრესი ანდერძი – „მამული, ენა, სარწმუნოება“, რაც არა მხოლოდ ჩვენი ეროვნული ცნობიერების საფუძველია, არამედ მოქმედების გეგმა, რომელიც დღესაც ისეთივე აქტუალურია, როგორც ილია ჭავჭავაძის მოღვაწეობის დროს.

კიდევ ერთხელ გილოცავთ ილიაობას. მჯერა, ჩვენთვის და ყველა მომავალი თაობისათვის წმინდა ილია მართლის ცხოვრება მუდამ დარჩება მაგალითად, თუ როგორ უნდა უყვარდეს ადამიანს საკუთარი სამშობლო და არა მხოლოდ სიტყვით, არამედ ყოველდღიური შრომით იზრუნოს მის უკეთეს ხვალინდელ დღეზე“, – განაცხადა პრემიერმა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ილია ვეკუას სახელობის თბილისის N42-ე ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლაში სწავლა ორშაბათიდან აღდგება
  • ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტ გოგონათა სავარაუდო სექსუალური შევიწროების საკითხზე ეთიკის კომისიას მიმართავენ
  • “აი, ვის ხელში ჩავარდა ქვეყანა…“ – შალვა ნათელაშვილი განცხადებას ავრცელებს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge