12 წლის წინ გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა, სოფო ბიბილაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
„ისე საშინლად ვარ, ვაიმე, გური. ვერა, ვერ ვაპატიებ ვერავის ასე განადგურებას. ასე როგორ მომექეცით, ასე როგორ გამინადგურეთ სული. დავიღალე, ცრემლი გამიშრა, ხალხო. ვინ ხარ შენ, ვინ. ვინ მოგცა ამის უფლება. გური, დეე, მოვალ შენამდე“ – წერს სოფო ბიბილაშვილი.
