Sunday, November 8, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“კონკრეტული სამუშაოს დარღვევებით ადგილობრივ ბიუჯეტს მიადგა, დაახლოებით, 123 ათასი ლარის ზიანი” – რას ამბობს ელენე ბერაია სავარაუდო კორუფციაზე წალენჯიხის მერიაში

November 8, 2026
“კონკრეტული სამუშაოს დარღვევებით ადგილობრივ ბიუჯეტს მიადგა, დაახლოებით, 123 ათასი ლარის ზიანი” – რას ამბობს ელენე ბერაია სავარაუდო კორუფციაზე წალენჯიხის მერიაში

სავარაუდო კორუფცია წალენჯიხის მერიაში – უწყების იურიდიული სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი, ელენე ბერაია, ადგილობრივ ხელისუფლებას საბიუჯეტო თანხების სავარაუდო მითვისებაში ამხელს. მისი განცხადებით, გაურკვეველია, სად დაიხარჯა 2 მილიონ ლარზე მეტი, რომელიც გზის რეაბილიტაციისთვის იყო გამოყოფილი.

საუბარია ინფრასტრუქტურულ პროექტზე, რომელიც გასული წლის ოქტომბერში უნდა დასრულებულიყო, თუმცა ხელშეკრულების პირობები ხუთჯერ შეიცვალა.

გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლო ფინანსური დარღვევების შესახებ ინფორმაცია უკვე მიეწოდა პროკურატურასა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს.

“2026 წლის 12 მარტს მოვამზადე ბრძანების პროექტი, რომელიც ითვალისწინებდა პირგასამტეხლოს დაკისრებას ამ კონკრეტულ კომპანიაზე. თანხა შეადგენდა 56 465 ლარს. აღნიშნული საკითხი მოითხოვდა შესყიდვების სააგენტოსთვის ინფორმაციის წარდგენას მომწოდებლის შავ სიაში შეტანის შესახებ. პროექტმა გაიარა შესაბამისი სამსახურების ვიზირება, თუმცა მერმა საბოლოოდ ხელი არ მოაწერა და კანონიერ ძალაში აღნიშნული გადაწყვეტილება, ბუნებრივია, ვერ შევიდოდა.

ჩემს ხელთ არსებული მასალებით გათვალისწინებული სამართლებრივი რეაგირება არ განხორციელებულა დღემდე და ამ კონკრეტული სამუშაოს დარღვევებით ადგილობრივ ბიუჯეტს მიადგა, დაახლოებით, 123 ათასი ლარის ზიანი. მერი, მერის პირველი მოადგილე, ჩვეულებრივად ასრულებდნენ სამსახურეობრივ უფლებამოსილებებს. მე მქონდა მოლოდინი, რომ საგამოძიებო პერიოდში მიანც შეუჩერდებოდათ უფლებამოსილება. ვითხოვ დამოუკიდებელ, ობიექტურ და მიუკერძოებელ გამოძიებას” – ამბობს ელენე ბერაია.

წალენჯიხის მერს უპასუხისმგებლობაში ადანაშაულებს ადგილობრივი ოპოზიციაც. მათი თქმით, ბუბა საჯაიას კომპეტენციის პრობლემა აქვს. ოპოზიცია ასევე ამბობს, რომ საჯაია სამსახურიდან იმ ადამიანების გათავისუფლებით არის დაკავებული, რომლებიც მას არ ემორჩილებიან.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვა გადაიდო
  • პროტესტი 42-ე საჯარო სკოლასთან – მიზეზი სკოლის დანგრევის გადაწყვეტილებაა
  • იანვრიდან პენსიები იზრდება – ვინ რამდენს მიიღებს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge