საპატიმროდან გათავისუფლებული ნანა სანდერი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციას შეუერთდა.
სანდერი ერთ-ერთია იმათ შორის, ვინც 4 ოქტომბრის მოვლენების საქმე დააკავეს და პატიმრობა მიუსაჯეს, თუმცა მას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა.
რუსთავის ქალთა პენიტენციური დაწესებულება მან გუშინ, 6 ნოემბერს დატოვა.
კერძოდ, ნანა სანდერს 7-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი.
დღეს, 7 ნოემბერს პროტესტის 710-ე დღეა. მოქალაქეები ისევ შეიკრიბნენ თბილისში პარლამენტისა და საკრებულოს შენობებთან
