“გაცხოველებულია ორგანოთა ვაჭრობა ამ ქვეყანაში და პროკურატურას და პოლიციას სძინავს!” – ამის შესახებ უფლებადამცველი ბაია პატარაია სოციალურ ქსელში წერს და ერთ-ერთ ჯგუფიდან “სქრინს” ავრცელებს.
მისი თქმით,ეს ქვეყანა აღარ არის, ეს არის მიტოვებული ტერიტორია, სადაც გაჭირვებულ ხალხს გლეჯენ ორგანოებს და ყიდიან!
“ამ ქვეყნის თვითგამოცხადებულ მმართველებს ფეხებზე ჰკიდიათ ტრეფიკინგი. ერთი ამერიკის საელჩო დარბოდა ხოლმე ამ თემაზე შეწუხებული. წინა თვეში GRETA გვსტუმრობდა, ტრეფიკინგის წინააღმდეგ მომუშავე უწყება ევროპის საბჭოდან.
მართლა აღარ ვიცი, ვის მივმართო უკვე. აბსოლუტურად უპატრონოა მთელი ქვეყანა!
არც ამ ხალხს ეხმარება ვინმე და იმდენი ცოდნაც აღარაა ხალხში, რომ თირკმელის და ღვიძლის ამოჭრის შეეშინდეს ხალხს, არავინ ეუბნება, რომ ეს სამუდამო დაინვალიდებაა, თუ საერთოდ გაუძელი ოპერაციას და გადარჩი. მალავენ ამ გართულებებით სიკვდილსაც, რაც მხოლოდ ჭორის დონეზე ვრცელდება.
წარმოუდგენელია, ეს პრობლემა მოვაგვარო მე, ან დაყადაღებულმა “საფარმა”. ასეთი მასშტაბის დანაშაულის აღკვეთას სჭირდება სამართალდამცავი სტრუქტურები, რომლებიც აღარ გვყავს, რომლებსაც არ აკარებენ ტრეფიკინგის საქმეებს, რადგან ბობოლები კრიშავენ ამ შემზარავ და კრიმინალურ “ბიზნესს”!
ჟურნალისტებმა მაინც ამოიღეთ ხმა, გამოძიებაც აღარ უნდა, ხელის გულზე დევს ეს საქმეები. პატრონი არა ყავს ქვეყანას და ე.წ. ხელისუფალნი მხოლოდ იდიოტიზმითა და ფულის კეთებით არიან დაკავებულნი!” – წერს ბაია პატარაია.
