მეგან მარკლის მამას ბავშვთა პორნოგრაფიული მასალების ფლობას ედავებიან – პოლიციამ ის დააკავა, თუმცა…
სასექსის ჰერცოგინიას, მეგან მარკლის 82 წლის მამა, თომას მარკლი, აშშ-ის ფედერალურმა სამართალდამცავებმა ფლორიდაში დააკავეს, თუმცა რამდენიმე საათში გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
მას არასრულწლოვანთა მიმართ სექსუალური ძალადობის ამსახველი მასალის ფლობას ედავებიან. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მარკლისთვის მაქსიმალური სასჯელი 20 წლით თავისუფლების აღკვეთაა.
FBI-ის აგენტებმა თომას მარკლი პარასკევს, ფლორიდის ქალაქ ლეიკლენდში მდებარე მოხუცებულთა თავშესაფრიდან, Maravida Senior Living-იდან გაიყვანეს.
დაკავების ამსახველი ფოტოები მედიაში გავრცელდა. მარკლი, რომელსაც 2025 წლის დეკემბერში ფეხის ამპუტაცია ჩაუტარდა, სამართალდამცავებმა ხელბორკილებით წაიყვანეს.
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, გამოძიების ფარგლებში სამართალდამცავებმა მარკლის საცხოვრებელი სახლი ფილიპინებში და ლოს-ანჯელესში მდებარე ორი საწყობი გაჩხრიკეს. ჩხრეკის შედეგად, სავარაუდოდ, 78 ნივთი ამოიღეს, მათ შორის ფოტოები, სლაიდები, კინოფირის ნეგატივები და წიგნები, რომლებიც არასრულწლოვანთა მიმართ სექსუალური ძალადობის ამსახველ მასალებს შეიცავდა.
პროკურატურის განცხადებით, გამოძიების ფარგლებში აღმოჩენილ ზოგიერთ ფოტოზე თავად თომას მარკლიც არის გამოსახული არასრულწლოვან გოგონებთან ერთად. ბრალდების მხარე ამტკიცებს, რომ მასალების ნაწილი სქესობრივი მომწიფების ასაკამდე მყოფ ბავშვებს ასახავს. მარკლის წინააღმდეგ წარდგენილი ბრალდება განსაკუთრებით მძიმეა და მისი დამტკიცების შემთხვევაში, მას ხანგრძლივი პატიმრობა ემუქრება. განაგრძეთ კითხვა…
