ოზურგეთში ავტომობილი ველოსიპედისტს დაეჯახა – დაშავებული უგონო მდგომარეობაში იმყოფება. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა “გურია ნიუსი” ავრცელებს.
მათი ცნობით, ველოსიპედისტი კლინიკაშია გადაყვანილი, სადაც მას ყველა საჭირო პროცედურა უტარდება. ექიმების თქმით, დაშავებულს ქალა-ტვინის ტრავმა აღენიშნება.
