Friday, November 6, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

თითზე დაიხვიეს ვაი-ექსპერტებმა და ოპოზიციამ – ნარმანია გაზის ტარიფის წესის ცვლილებაზე

November 6, 2026
თითზე დაიხვიეს ვაი-ექსპერტებმა და ოპოზიციამ – ნარმანია გაზის ტარიფის წესის ცვლილებაზე

“ძალიან დიდი პოლიტიკური ბატალიები მოყვა ამას და თითზე დაიხვია ოპოზიციამ და გარკვეულმა ვაი ექსპერტებმა” – ამის შესახებ სემეკ-ის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ TV იმედის ეთერში, გადაცემა ბიზნესინსაიდერში თქვა, გაზის ტარიფის დადგენის წესის ცვლილებაზე საუბრისას.

ნარმანია აღნიშნავს, რომ მარეგულირებელ კომისიას მიენიჭა უფლებამოსილება, “საჭიროების შემთხვევაში”, დაადგინოს მოხმარების მიხედვით სხვადასხვა მოცულობის ტარიფი.

“ჩვენ ეს უფლებამოსილება გვაქვს ელექტრომომარაგების სექტორში, წყალმომარაგების სექტორში, როცა მოხმარების მიხედვით ვადგენთ. პირობითად, ას კილოვატამდე ვინც მოიხმარს ელექტროენერგიას, იმისთვის უფრო დაბალი ტარიფია, ასიდან სამასამდე სხვა ტარიფია, სამასზე მეტზე – სხვა.

ასევე, ძაბვის საფეხურების მიხედვით კომერციული სექტორისთვის სხვა ტარიფებს ვადგენთ და ასეთი უფლებამოსილება ენიჭება მარეგულირებელ კომისიას, რომ საჭიროების შემთხვევაში, დაადგინოს ბუნებრივ აირზეც საფეხურებრივი ტარიფი.

შეიძლება, ვიფიქროთ იმაზე, რომ მომხმარებლები, რომლებიც მცირეს მოიხმარენ, ესენი არიან რეგიონებში მაცხოვრებლები, ეს არის სხვადასხვა კატეგორიის შეჭირვებული მოსახლეობა და ა.შ, რომელსაც მცირე მოხმარება აქვს, მისთვის რომ ფინანსური ტვირთი იყოს დაბალი, ხოლო მაღალი მოხმარების საოჯახო მეურნეობებს, რომლებიც არიან ძირითადად უფრო შეძლებული ოჯახები, რომელთაც აქვთ იგივე საცურაო აუზები და ათბობენ ამ საცურაო აუზებს ბუნებრივი აირით, მათთვის დადგინდეს ცოტათი უფრო სხვანაირი ან უფრო მაღალი ტარიფი” – ამბობს ნარმანია.

სემეკ-ის თავმჯდომარის თქმითვე, “ასეთი გამოცდილება არის სხვადასხვა ქვეყნებში და ჩვენც გვექნება ამის უფლებამოსილება, საჭიროების შემთხვევაში დავადგინოთ ასეთი დიფერენცირებული ტარიფები”.

28 ოქტომბერს ივანიშვილის პარლამენტმა შეცვალა ბუნებრივი გაზის მომხმარებლებისთვის ტარიფის დადგენის წესი. კერძოდ, 2038 წლის 1 იანვრამდე სემეკ-ი და მარეგულირებელი კომისია ტარიფს დაადგენს მოხმარებული მოცულობის გათვალისწინებით, რაც ნიშნავს იმას, რომ ვინც მეტს მოიხმარს, მეტს იხდის.

“კომისიას ენიჭება უფლებამოსილება გარდამავალ პერიოდში წყალმომარაგებისა და ბუნებრივი გაზის საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის დაადგინოს განსხვავებული ტარიფები მოხმარებული მოცულობების მიხედვით. ამასთან, დღეის მდგომარეობით საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის დგინდება ბუნებრივი გაზის მოხმარების ტარიფები განაწილების ლიცენზიატების ოპერირების არეალების მიხედვით და თითოეული მოხმარებული კუბური მეტრი ბუნებრივი გაზის მოხმარების ტარიფი არ იცვლება მოხმარებული ბუნებრივი გაზის რაოდენობის მიხედვით.” – ნათქვამია განმარტებით ბარათში.

გარდა ამისა, მოქმედი რეგულაციით, წყალმომარაგების ტარიფის დადგენისას კომისია უფლებამოსილია 2027 წლის 1 იანვრამდე წყალმომარაგების მომსახურების ღირებულება სხვადასხვა კატეგორიის მომხმარებელზე განსახვავებული პროპორციით გადაანაწილოს. ახალი ცვლილების მიხედვით კი, კომისიას ამის უფლება 2036 წლის 1 იანვრამდე ექნება.

ივანიშვილის წარმომადგენელმა, შოთა ბერეკაშვილმა ეკონომიკური პოლიტიკის სხდომაზე განაცხადა, რომ ეს ახალ კულტურას დანერგავს საზოგადოებაში ენერგიის დაზოგვის მიმართულებით.

“ლოგიკა არის ის, რომ დავნერგოთ დაზოგვის პოლიტიკა. ყველა განვითარებულ ქვეყანაში აქცენტი ენიჭება ენერგორესურსების დაზოგვას. აშშ-სა და ევროკავშირის თითქმის ყველა ქვეყანაში მოქალაქეებს ბავშვობიდან უნერგავენ, რომ ენერგორესურსები ლიმიტირებულია და მაქსიმალურად უნდა დაიზოგოს. თუკი ჩვენ პოლიტიკა გვექნება, რომ ის ვინც ზოგავს და ეკონომიურად მოიხმარს, ნაკლებს გადაიხდის, ეს პოლიტიკა ძალიან ჯანსაღია და პირადად მე მიმაჩნია, რომ ახალ კულტურას დანერგავს საზოგადოებაში ენერგიის დაზოგვის მიმართულებით.

დიფერენცირებული ტარიფი, ბუნებრივად, ნიშნავს იმას, რომ ვინც ნაკლებს მოიხმარს, მისთვის ტარიფი ნაკლები იქნება, ხოლო ვინც მეტს მოიხმარს – მისთვის უფრო მაღალი იქნება.” – თქვა ბერეკაშვილმა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ივანიშვილს ისრაელთან ურთიერთობების დარეგულირება არა მხოლოდ ისრაელისთვის, არამედ ვაშინგტონისთვის სჭირდება – თინა ხიდაშელი
  • „ქართული ოცნება“ ყოველთვის მაშინ იღებს ხოლმე ცვლილებებს საარჩევნო კანონმდებლობაში, როდესაც კონკრეტულ ხიფათებს ხედავს- გიორგი სიორიძე
  • “ისინი გაზით აუზებს ათბობენ” – ნარმანია ვარაუდობს, რომ ბუნებრივი აირი გაძვირდება მათთვის, ვინც ბევრს ხარჯავს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge