რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი სოციალურ ქსელ X-ზე ილონ მასკის განცხადებას ეხმაურება, რომელმაც Starlink-ის შესაძლებლობების სამხედრო მიზნებისთვის გამოყენება შეცდომად აღიარა.
“დიახ, მასკი გონს გვიან მოვიდა და შეცდომად აღიარა Starlink-ის შესაძლებლობების სამხედრო მიზნებისთვის გადაცემა. მისი საქებარი კავშირი მთელი ამ დროის განმავლობაში გამოიყენებოდა რუსეთში სამოქალაქო ობიექტებზე დარტყმებისთვისაც. აქ არ შველის აპლიკაციებით თამაში: Starlink ერთი რამეა, ხოლო Starshield – სხვა. მათი სისხლი ერთი ფერისაა. ყველაფერი ესმოდა ილონს დასაწყისიდანვე. თუმცა, რა თქმა უნდა, თუნდაც მილიარდერი დამოკიდებულია თეთრ სახლზე და „ღრმა სახელმწიფოზე“. ახლა მასკი ტალახში ათრიეს და სიკვდილით დასჯასაც კი სთავაზობენ, როგორც როზენბერგების ცოლ-ქმარს მაკარტიზმის პერიოდში საბჭოთა კავშირისთვის მუშაობისთვის. ბაიდენიც ერთი რამეა, ხოლო ტრამპი – გარკვეულწილად სხვა. მართალია, გაგება და მონანიება ყოველთვის უკეთესია, ვიდრე იუდასავით ცხოვრება ბოლომდე. როგორც ამბობენ: მტყუანს არც მაშინ უჯერებენ, როდესაც სიმართლეს ამბობსო” – წერს დიმიტრი მედვედევი X-ზე
