მთავარი ტარაკნები პარლამენტის შენობაში არიან მოთავსებულები, ეს ტარაკნები დიხლაფოსით უნდა გამოვდევნოთ იქედან და ციხეშიც იქნება ნორმალური პირობები და დანარჩენს საქართველოშიც, – ამის შესახებ ირაკლი ჩხვირკიამ პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, აპირებს ბრძოლის გაგრძელებას, რადგან მიაჩნია, რომ ქვეყანას ბრძოლის გარდა ვერაფერი გადაარჩენს.
“გადავწყვეტ, რა ფორმით – წიგნით, პასტით, თუ ხანჯლით ვიბრძოლოთ და ვიომოთ“, – ამბობს ის.
მთელი ჩემი ცხოვრების მთავარი მიზანია არის აფხაზეთი, ცხინვალი, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ეროვნული მთლიანობის აღდგენა, იმიტომ რომ დაშლილები ვართ მარტივ მამრავლებად და ვიდრე ეს წმინდა მიზანი არსებობს, არ არსებობს არნაირი ძალა, მიზეზი, ღმერთის ნების გარდა, რომელსაც შეუძლია თუნდაც ერთი ირაკლი ჩხვირკია გააჩეროს, ვნახავ გარეთ რა ხდება და ამის მიხედვით გადავწყვეტ, რა ფორმით – წიგნით, პასტით, თუ ხანჯლით ვიბრძოლოთ და ვიომოთ, საქართველოს სრული დეოკუპაციისთვის და ამ ქვეყნის, ამ ხალხის და ჩემი ქვეყნის ბედნიერებისთვის. ამ ქვეყანაში არც ფულიანი და არც უფულო, ბედნიერი არავინ არ არის.
უბედურება ის არის, რომ ციხის პრობლემები არ არის ყველაზე მთავარი ამ ქვეყნის პრობლემა, მთავარი ტარაკნები პარლამენტის შენობაში არიან მოთავსებულები, ეს ტარაკნები დიხლაფოსით უნდა გამოვდევნოთ იქედან და ციხეშიც იქნება ნორმალური პირობები და დანარჩენს საქართველოშიც- განაცხადა ჩხვირკიამ.
4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულებმა ირაკლი ჩხვირკიამ საპატიმრო დაწესებულება დატოვა.
მას პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა, რომელიც თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე მზია ლომთათიძემ დაამტკიცა.
ირაკლი ჩხვირკიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ჰქონდა წარდგენილი, რაც გულისხმობს სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას, ჩადენილს ჯგუფურად. მას ასევე ბრალი წარდგენილი ჰქონდა სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით.
