Friday, November 6, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

სამინისტრო სწავლის გაგრძელების რამდენიმე ვარიანტს გვთავაზობს: ჰიბრიდულ სწავლებას, მეორე სმენას, მოსწავლეების შენობის არაავარიულ ნაწილში დარჩენას, საუბარია სექტემბრიდან სტუ-ს შენობაში გადასვლაზე – ვეკუას სკოლის მოსწავლეთა მშობლები

November 6, 2026
სამინისტრო სწავლის გაგრძელების რამდენიმე ვარიანტს გვთავაზობს: ჰიბრიდულ სწავლებას, მეორე სმენას, მოსწავლეების შენობის არაავარიულ ნაწილში დარჩენას, საუბარია სექტემბრიდან სტუ-ს შენობაში გადასვლაზე – ვეკუას სკოლის მოსწავლეთა მშობლები

თბილისის ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის N42 საჯარო სკოლისა და განათლების სამინისტროს წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრა დასრულდა.

ერთ-ერთი მშობლის თქმით, უწყების მიერ შეთავაზებული ალტერნატიული ვარიანტები იყო ჰიბრიდული სწავლება, მეორე სმენა, მოსწავლეების სხვა სკოლებში გადანაწილება, ასევე, მოსწავლეების შენობის არაავარიულ ნაწილში დარჩენა, რაც მშობლებისთვის კატეგორიულად მიუღებელია.

მათივე თქმით, ჯერ არ იციან, რა ფორმით გააგრძელებენ სწავლას მოსწავლეები ორშაბათიდან, განათლების სამინისტროსგან კი მიიღეს დაპირება, რომ ორი დღის განმავლობაში გამოიკვეთება სამოქმედო გეგმა.

“შეხვედრას სამინისტროს წარმომადგენელი ესწრებოდა, ასევე ვიყავით მშობლები, სკოლის ადმინისტრაცია, მათ შორის პედაგოგები.მათი შემოთავაზება იყო პირველი: ჰიბრიდული სწავლება, მეორე: მეორე სმენა და სხვადასხვა სკოლებში გადანაწილება, მათ შორის იყო საუბარი 51-ე საჯარო სკოლასა და ალტერნატიულ საჯარო სკოლებზე, ასევე მოსწავლეების ნაწილის ონლაინ სწავლებაზე გადაყვანა. ასევე განიხილეს მოსწავლეთა ნაწილის არაავარიულ ნაწილში დარჩენა. კატეგორიულად მიუღებელი აღმოჩნდა ერთსულოვნად მშობლებისთვის ეს შემოთავაზება. ამაზე ერთსულოვნად შევთანხმდით მშობლები, გაიზიარა სამინისტროს წარმომადგენელმა ეს პოზიცია. ახლა უფრო მიდის საუბარი იმაზე, რომ მოილაპარაკებენ სამინისტროში და შემოგვთავაზებენ რაიმეს.

ორშაბათს ჩვენ არ ვიცით, ჩვენი შვილები უნდა გამოვუშვათ ამ სკოლაში თუ რა იქნება. სამინისტრო გვპირდება, რომ ამ ორი დღის განმავლობაში გამოიკვეთება, რას ვაკეთებთ.

ასევე ითქვა, რომ დაიწყება ალტერნატიული ფართის მოძიება, სადაც პირველ ცვლაზე იქნება საუბარი და სრულად იქნება შესაძლებელი საკლასო ოთახებში საგაკვეთილო პროცესის ჩატარება.

სამომავლოდ საუბარია იმაზეც, რომ ტექნიკური უნივერსიტეტის შენობა გარემონტდეს და შემდგომი სასწავლო წლისთვის სწავლას იქ შეუდგნენ ბავშვები.

საკმაოდ რთული და მწვავე პრობლემის წინაშე ვდგავართ. ორ დღეში სასწავლო პროცესია და ჩვენი შვილები შეძლებენ თუ ვერ შეძლებენ სკოლაში დაბრუნებას, ჩვენ ეს არ ვიცით”,-აღნიშნა მშობელმა.

ცნობისთვის, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ თბილისის ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის N42 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი, სავარაუდოდ, ჩერდება. მიზეზი კი ავარიული შენობა და ექსპერტიზის დასკვნაა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ALDE რუსეთის პროკურატურის მიერ, პარტია “დროას“ არასასურველ ორგანიზაციად გამოცხადებას ეხმაურება
  • „ქართულ ოცნებას“ არ აქვს პოლიტიკური ნება და უნარი, რომ გააგრძელოს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი, ერთადერთი, რაც დარჩენია, ჩვენი ევროპელი პარტნიორების ლანძღვა-გინებაა – გიორგი შარაშიძე
  • მთავარი ტარაკნები, რომლებიც პარლამენტის შენობაში არიან, “დიხლოფოსით“ უნდა გამოვდევნოთ – ჩხვირკვია

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge