დონალდ ტრამპი ახალ და მასშტაბურ შეთანხმებას აანონსებს. ამერიკის პრეზიდენტი ამბობს, რომ ეს იქნება არა მხოლოდ უკრაინის, არამედ მთელი ევროპის მომცველი გარიგება.
ტრამპმა ეს განცხადება პუტინის სპეცწარმომადგენელთან, კირილ დმიტრიევ გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
ტრამპს არ დაუკონკრეტებია, თუ რაზე ისაუბრა პუტინის წარმომადგენელთან, თუმცა გამოთქვა ვარაუდი, რომ შესაძლოა მალე გაფორმდეს შეთანხმება, რომელიც უკრაინაში მიმდინარე ომის მოგვარებას ისახავს მიზნად.
თეთრ სახლში ჟურნალისტებთან საუბრისას დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ომის დასრულების საკითხი გადაწყვეტასთან ახლოსაა და რომ ეს შეთანხმება მთელ ევროპასაც შეეხოს.
„ვერ გეტყვით, რაზე ვისაუბრე. უბრალოდ გეტყვით, რომ შეთანხმება იქნება, დიდი შეთანხმება იქნება და მასში უკრაინაზე მეტი მხარე იქნება ჩართული. შეიძლება მასში მთელი ევროპაც კი იყოს ჩართული. ეს იქნება დიდი და შესანიშნავი შეთანხმება, რომლითაც ყველა აღფრთოვანებული დარჩება“, – განაცხადა ტრამპმა.
