Thursday, November 5, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“იმას თუ გააფორმებს სასამართლო, რაც „ოცნებას“ სურს, სახელმწიფო გამოუსწორებელ ზიანს მიიღებს” – ბადრი ჯაფარიძე

November 5, 2026
“იმას თუ გააფორმებს სასამართლო, რაც „ოცნებას“ სურს, სახელმწიფო გამოუსწორებელ ზიანს მიიღებს” – ბადრი ჯაფარიძე

თუ იმას გააფორმებს საკონსტიტუციო სასამართლო, რაც სურს “ქართულ ოცნებას” ჩვენი სახელმწიფო და თითოეული ჩვენი მოქალაქე მიიღებს გამოუსწორებელ ზიანს, – ამის შესახებ ბადრი ჯაფარიძემ “ძლიერი საქართველო – ლელოს“ ლიდერებისა და საექსპერტო წრეების წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერის თქმით, დღევანდელი შეხვედრა ემსახურებოდა იმ მიზანს, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებს საზოგადოების წარმომადგენლებისგან მოესმინათ მათი შეხედულებები იმ პროცესთან მიმართებაში, რომელიც მიმდინარეობდა წინა კვირას ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოში.

საზოგადოების წარმომადგენლებსა და ჩვენ შორის არის სრული თანხვედრა, რომ ეს პროცესი არ არის მხოლოდ პარტიების გაუქმების წინააღმდეგ მიმართული პროცესი, დასავლური, თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ მიმართული პროცესია, ასევე იმ პარტიების მიმართ, რომლებსაც უნდათ, საქართველო ნახონ ევროპულ ოჯახში. ეს პროცესი არის საზოგადოების იმ უდიდესი ნაწილის წინააღმდეგ, რომელსაც სურს საქართველო იყოს ევროპულ ოჯახში, რომელსაც სურს საქართველო იყოს სუვერენული, ძლიერი სახელმწიფო, კეთილდღეობით სავსე სახელმწიფო. აი ამ საზოგადოების წინააღმდეგ მიმართულია ეს პროცესი.

ამ პროცესის შედეგები უკვე არის უზარმაზარი უარყოფითი ძალის მქონე ჩვენი ქვეყნისთვის. იმას თუ გააფორმებს საკონსტიტუციო სასამართლო, რაც სურს „ქართულ ოცნებას”, ჩვენი სახელმწიფო და თითოეული ჩვენი მოქალაქე მიიღებს გამოუსწორებელ ზიანს!

სარჩელს, რომელიც „ქართულმა ოცნებამ” შეიტანა, სამართალთან არანაირი კავშირი არ აქვს.

ამიტომ ჩვენი ამოცანა ახლა არის ის, რომ ყველამ ერთად შევეცადოთ, არ დავუშვათ ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი სახელმწიფოსთვის, ჩვენი დამოუკიდებლობისთვის, თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის გამოუსწორებელი შედეგების დადგომა”,- თქვა ბადრი ჯაფარიძემ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ფორმულა” საინფორმაციო მაუწყებლობას დღეს 20:00 საათიდან განაახლებს
  • “იმას თუ გააფორმებს სასამართლო, რაც „ოცნებას“ სურს, სახელმწიფო გამოუსწორებელ ზიანს მიიღებს” – ბადრი ჯაფარიძე
  • ჰერჩინსკის განცხადება უფრო უტიფრობაა, ვიდრე უცოდინრობა – როდესაც საკუთარ უსაფუძვლო იარლიყს მოცემულობად ასაღებს – ილია ვერძაძე

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge