“ტვ პირველებმა” იმ ქალის ვინაობა გაარკვია, ვისაც რუსთავის ციხეში პატიმარ მეუღლესთან ნარკოტიკი შეჰქონდა – ეს მაია ავედისიანია. ჩვენი ინფორმაციით, ხანგრძლივ პაემანზე მისული ორსული ქალი “ალფა პვპ-ს” და მეტადონს სხეულში მალავდა.
ის ბრალდებული არ არის. პატიმრის ცოლმა სავარაუდოდ, ითანამშრომლა და გამოძიება ნარკოდანაშაულის სხვა ფიგურანტებზე გაიყვანა.
საქმეზე სულ 4 პირია ბრალდებული, ერთ-ერთი ორსული ქალის მსჯავრდებული ქმარია, ხოლო დანარჩენები არიან პირები, რომლებმაც ორსულ ქალს ნარკოტიკი მისცეს.
მათ ბრალდება დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვისა და დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო გადაცემის მუხლებით წარედგინათ.
ცოტა ხნის წინ ამ საქმეზე დაკავებულები საქალაქო სასამართლოში გადაიყვანეს. სასამართლომ დრეს მათთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე უნდა იმსჯელოს.
იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპენქციის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2026 წლის სექტემბერში, მსჯავრდებული დაუკავშირდა ორსულ მეუღლეს და დააორგანიზა N17 პენიტენციურ დაწესებულებაში ნარკოტიკული საშუალებების შეტანა.
დანაშაულებრივი გეგმის მიხედვით ქალს საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ მისთვის უცნობი 3 მამაკაცი შეხვდა. მათ ნარკოტიკული საშუალებები “მეთადონი” და “ალფა-პვპ” გადასცეს, რომლის შეტანასაც ცდილობდა მსჯავრდებულ მეუღლესთან ხანგრძლივ პაემანზე შესვლისას, რაც პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებმა აღკვეთეს.
