Thursday, November 5, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

,,თოვლი და ტემპერატურის კლება“ – როგორი ამინდი გველოდება ნოემბერში

November 5, 2026
გზების გარკვეულ მონაკვეთზე მოძრაობა შეიზღუდება – გაფრთხილება მძღოლებს!

ნოემბერი საქართველოში ცვალებადი ამინდით გაგრძელდება. მიუხედავად იმისა, რომ თვის დასაწყისი შედარებით თბილი იყო, უახლოეს დღეებში ქვეყნის მასშტაბით ტემპერატურა დაიკლებს, მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთიან რეგიონებში კი თოვლი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს კლიმატური პროგნოზების სამსახურის უფროსის, ხათუნა ქოქოსაძის განცხადებით, ნოემბერში ჰაერის საშუალო ტემპერატურა კლიმატური ნორმის ფარგლებში იქნება, თუმცა ნალექის რაოდენობა ნორმასთან შედარებით ოდნავ მეტი იქნება.

სინოპტიკოსის პროგნოზით, დასავლეთ საქართველოს სანაპირო რაიონებსა და კოლხეთის დაბლობზე ჰაერის საშუალო ტემპერატურა +12-დან +14 გრადუსამდე იქნება, მთიან რაიონებში +6-დან +9 გრადუსამდე, მაღალმთიან ზონაში კი +3-დან +5 გრადუსამდე.

აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა ქართლსა და კახეთში საშუალო ტემპერატურა +9-დან +11 გრადუსამდეა მოსალოდნელი. მთიან რაიონებში +5-დან +7 გრადუსამდე, მაღალმთიან რეგიონებში კი +3-დან +5 გრადუსამდე.

ქოქოსაძის ინფორმაციით, ცალკეულ დღეებში ტემპერატურა კიდევ უფრო დაიკლებს. დასავლეთ საქართველოში შესაძლოა +5-დან +7 გრადუსამდე, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი +1-დან +3 გრადუსამდე ჩამოვიდეს.

ნოემბრის შუა რიცხვებიდან მთიან რაიონებში ტემპერატურის -4 გრადუსამდე დაკლებაც არის მოსალოდნელი.

რაც შეეხება ნალექს, კვირის ბოლოს თოვლი როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში მოვა.

მომდევნო კვირაში ამინდი შედარებით დასტაბილურდება, გამოიდარებს და ტემპერატურაც მცირედით მოიმატებს, თუმცა თვის დასაწყისისთვის დამახასიათებელი სითბო აღარ შენარჩუნდება.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • „ფედერალისტები“ რომ მოვალთ ხელისუფლებაში, უზენაესში და სააპელაციოში, საერთოდ დიდი სასმართლო ტრადიციის მქონე ქვეყნებიდან დაინიშნება მოსამართლეთა ნაწილი – თამარ ჩერგოლეიშვილი
  • საქართველოს მომავალს ვერ გადაწყვეტენ ისინი, ვინც ძალაუფლებას დროებით ფლობენ – ზურაბიშვილი
  • ბექა ბურჯანაძე კარიერას ესპანურ „კახა 87-ში“ განაგრძობს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge