Thursday, November 5, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ეს ცვლილებები იმ ხიფათსაც შეიცავს, რომ რეალურად გასაჩივრების შესაძლებლობა უკიდურესად იზღუდება – გიორგი სიორიძე საარჩევნო კანონმდებლობაში დაგეგმილ ცვლილებებზე

November 5, 2026
ეს ცვლილებები იმ ხიფათსაც შეიცავს, რომ რეალურად გასაჩივრების შესაძლებლობა უკიდურესად იზღუდება – გიორგი სიორიძე საარჩევნო კანონმდებლობაში დაგეგმილ ცვლილებებზე

საარჩევნო ცვლილებები ემსახურება იმავე მიზანს, რასაც ემსახურება ხოლმე, როგორც წესი, „ქართული ოცნების“ საარჩევნო ცვლილებები, როდესაც ისინი ამა თუ იმ არჩევნების წინ ემზადებიან და ხედავენ ხოლმე საფრთხეებს თავიანთი ძალაუფლების გახანგრძლივებისთვის, – ასე ეხმაურება „ძლიერი საქართველო- ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი სიორიძე საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობაში დაგეგმილ ცვლილებებს.

გიორგი სიორიძის თქმით, ეს ცვლილებები იმ ხიფათსაც შეიცავს, რომ რეალურად გასაჩივრების შესაძლებლობა უკიდურესად იზღუდება.

„ეს საარჩევნო ცვლილებები ემსახურება იმავე მიზანს, რასაც ემსახურება ხოლმე, როგორც წესი, „ქართული ოცნების“ საარჩევნო ცვლილებები, როდესაც ისინი ამა თუ იმ არჩევნების წინ ემზადებიან და ხედავენ ხოლმე საფრთხეებს თავიანთი ძალაუფლების გახანგრძლივებისთვის.

ეს კონკრეტული ცვლილებები იმ ხიფათსაც შეიცავს, რომ რეალურად გასაჩივრების შესაძლებლობა უკიდურესად იზღუდება. მაგალითად, თუ კენჭისყრის დღეს სერიოზული დარღვევები დაფიქსირდა, ისეთი დარღვევები, რომელიც ახდენს ზეგავლენას არჩევნების შედეგზე, თუ დარღვეული არის არჩევნების პრინციპები, მაგალითად ფარულობის პრინციპი, რომელსაც ადგილი ჰქონდა 2024 წელს, ვერ გასაჩივრდება სათანადოდ ვერც საარჩევნო ადმინისტრაციის, ვერც სასამართლოს დონეზე, იმიტომ რომ საფუძვლები არის შეზღუდული, მოიცავს მექანიკურ საფუძვლებს, სხვა შემთხვევაში უბრალოდ არ იქნება ეს განხილული არც ცესკოში და არც საერთო სასამართლოებში”,- აღნიშნა გიორგი სიორიძემ.

ცნობისთვის, კენჭისყრის შედეგები საარჩევნო ოლქებში აღარ შეჯამდება – არჩევნების შედეგების შეჯამება საოლქო საარჩევნო კომისიების უფლებამოსილებიდან გადის და ამას ცესკო საუბნო კომისიებში შედგენილი ოქმების საფუძველზე გააკეთებს.

ეს ერთ-ერთი ცვლილებაა იმ ცვლილებათა შორის, რომელიც “ქართული ოცნების“ დეპუტატების ინიციატივით საარჩევნო კანონმდებლობაში ხორციელდება.

უქმდება კანონის ჩანაწერი, რომლის მიხედვით, საოლქო საარჩევნო კომისიები საუბნო კომისიების კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების საფუძველზე ოლქში ჩატარებული არჩევნების შედეგებს აჯამებდა და შემაჯამებელ ოქმს ადგენდა.

საარჩევნო კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებების ფარგლებში კიდევ ერთი სიახლეა ის, რომ ცესკო-ს და საოლქო კომისიებისთვის მინიჭებული რიგი უფლებამოსილებები საკუთრივ ცესკო-ს თავმჯდომარისა და საოლქო კომისიის თავმჯდომარის უფლებამოსილება ხდება. დგინდება, რომ სადამკვირვებლო ორგანიზაციების რეგისტრაციის ან რეგისტრაციაში გატარებაზე უარის შესახებ განკარგულებას ცესკოსი/საოლქო საარჩევნო კომისიის ნაცვლად, კომისიის თავმჯდომარე გამოსცემს. ასევე, საარჩევნო ბიულეტენებისა და შემაჯამებელი ოქმების დაბეჭდვის პროცესზე დამკვირვებელთა დანიშვნის თაობაზე განკარგულებას, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ნაცვლად, ცესკოს თავმჯდომარე გამოსცემს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ორსული ქალის ვინაობა გაარკვია, ვისაც პატიმარ მეუღლესთან ციხეში ნარკოტიკი შეჰქონდა
  • ღარიბაშვილის პოლიტპატიმრად წარმოდგენა დიდი შეურაცხყოფაა საქართველოსთვის თავდადებული ნამდვილი პოლიტპატიმრების და იმედია, ამ სისულელეს არავინ აიტაცებს – მიხეილ სააკაშვილი
  • “შენ გამრიცხე, მე წავედი, ეს უნდა დასრულდეს, საკონსტიტუციო სასამართლოზე და 28 ნოემბრის აქციაზე ვორიენტირდეთ”- რას ამბობს ირაკლი ფავლენიშვილი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge