გლობალურად არის პრობლემა, რაც არ უნდა შეამცირო გადასახადი, ეს რადიკალურად ვერ აისახება საწვავის ფასზე, გამომდინარე იქიდან, რომ ერთ ლიტრზე დიდი ფასნამატი არ აქვს გადასახადს, – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.
მისივე თქმით, აბსოლუტურად სპეკულაციურია ის განცხადებები, რომლებიც კეთდება აქციზთან დაკავშირებით.
„თან გადასახადები შედის ბიუჯეტში და საბოლოო ჯამში, ისევ ხალხს ხმარდება. ამიტომ არის აბსოლუტურად სპეკულაციური ის განცხადებები, რომლებიც კეთდება აქციზთან დაკავშირებით“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
