Thursday, November 5, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ტროტუარზე დგომის გამო ციხეში არავინ მიდის! დამისახელეთ ერთი ადამიანი, ვინც ციხეში საპირისპირო აზრისთვის ზის! – ვერ გვეუბნებიან გვარებს, ვინ უნდა გავათავისუფლოთ!”- რას ამბობს ირაკლი კობახიძე

November 5, 2026
ირაკლი კობახიძე ბრიუსელს დემარშს უანონსებს

ტროტუარზე დგომის გამო ციხეში არავინ მიდის! გზის სავალი ნაწილის გადაკეტვა ბევრ ქვეყანაში სათანადო სანქციებით ისჯება – ასევე, დამისახელეთ ერთი ადამიანი, ვინც ციხეში საპირისპირო აზრისთვის ზის! – ეს განცხადება პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველოში დემოკრატიულ უკუსვლასთან დაკავშირებით დასმული კითხვების პასუხად გააკეთა.

კობახიძემ დღეს ამავე კონტექსტში აღნიშნა, რომ ევროკავშირის წარმომადგენლები ვერ ასახელებენ კონკრეტულ პატიმართა გვარებს, თუ ვინ შეიძლება გათავისუფლდეს, რადგან ამით “ღიად უნდა გამოვიდნენ ძალადობისა და “მოლოტოვის კოქტეილის“ სროლის წამხალისებლებად“.

“ტროტუარზე დგომის გამო არავინ მიდის ციხეში! როდესაც საუბარია გზის სავალი ნაწილის გადაკეტვაზე, ეს ბევრ ქვეყანაში სათანადო სანქციებით ისჯება და ადმინისტრაციულ სანქციას ტროტუარზე დგომისთვის არავინ იღებს.

ვინ მიგვითითებს პატიმრების რაოდენობის გაზრდაზე? ჩვენ წელიწადნახევრის განმავლობაში მოგვიწია დაახლოებით 3 000 ადამიანის დაპატიმრება, ვინც პირდაპირ ნარკოტიკების რეალიზაციაში იყო ჩართული. თუ თქვენი პოზიციაა, რომ ეს ადამიანები გავათავისუფლოთ, კი ბატონო – ამის თაობაზე ვიმსჯელოთ, მაგრამ ამას დემოკრატიასთან არავითარი კავშირი არა აქვს!

ვინ ზის ციხეში საპირისპირო აზრისთვის? – დამისახელეთ ერთი ადამიანი! სავალი გზის ბლოკირებისთვის არის ფინანსური ჯარიმა და შემდეგ მაქსიმუმ ადმინისტრაციული პატიმრობა, რომელიც როგორც წესი, ორი კვირით შემოიფარგლება ხოლმე ანუ ეს არ ეხება ციხეებში ადამიანების მოთავსებას.

სხვა რომელი პატიმარი უნდა გავათავისუფლოთ? – “მოლოტოვის კოქტეილის“ მსროლელი უნდა გავათავისუფლოთ თუ პოლიციის შეურაცხმყოფელი ადამიანი?! ვერ გვეუბნებიან გვარებს თუ ვინ უნდა გავათავისუფლოთ! გვარებს ვერ გვეუბნებიან, რადგან სათქმელი არა აქვთ! მაშინ გამოვა, რომ ღიად უნდა გამოვიდნენ ძალადობის და „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლის წამხალისებლებად, რაც არ უნდათ. უნდათ ზეპირი ფრაზებით ისაუბრონ, რაც ასე არ გამოვა! კეთილი ინებონ და გვარებით წარმოადგინონ, თუ ვისი გათავისუფლება სურთ!

ჩვენ ყოველთვის ვაცხადებთ, რომ მზად ვართ დიალოგისთვის, ოღონდ დიალოგი უნდა იყოს ფაქტებზე დაფუძნებული, გამჭვირვალე და წარიმართოს საზოგადოების თვალწინ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • პაპუაშვილი პასუხობს კითხვას, ევროკავშირის კრიტიკის ფონზე, რატომ არ არიან მკაცრი რუსეთის მიმართ
  • რუსეთმა ელენე ხოშტარიას პარტია „დროა“ „რუსოფობიური შეხედულებების“ გამო „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
  • “რაც არ უნდა შეამცირო გადასახადი, რადიკალურად ვერ აისახება საწვავის ფასზე, ლიტრზე დიდი ფასნამატი არ აქვს გადასახადს, სპეკულაციურია განცხადებები აქციზთან დაკავშირებით”- ირაკლი კობახიძე

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge