Thursday, November 5, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“ვისმენთ უხეშ პოლიტიკურ განცხადებებს, ვხედავთ, როგორ ცდილობენ კონკრეტული ელჩები საკონსტიტუციო სასამართლოსგან მიიღონ განმარტებები მიმდინარე საქმეებზე, რაც ვენის კონვენციის უხეშ დარღვევად უნდა შეფასდეს”- რას ამბობს ირაკლი კობახიძე

November 5, 2026
ევროინტეგრაცია არის ჩვენი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი, კონსტიტუციური ამოცანა, ამ მიმართულებით ყველაფერი გაკეთდება, რაც არის შესაძლებელი – ირაკლი კობახიძე

გასული წლების განმავლობაში ვიხილეთ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საქმეში ჩარევისა და მისი დამოუკიდებლობის ხელყოფის არაერთი მცდელობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ამ მცდელობების უკან დგას იგივე პოლიტიკური ძალა, რომელმაც თავის დროზე საკონსტიტუციო სასამართლოს დამოუკიდებლობა ავტორიტარული რეჟიმის ბერკეტების გამოყენებით ხელყო. გარდა ამისა, ამ მცდელობების უკან დგანან იგივე უცხოური ძალები, რომლებმაც ავტორიტარული რეჟიმის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელყოფას, თავის დროზე, მწვანე შუქი აუნთეს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო დღესაც მრავალი გამოწვევის წინაშე დგას და ამ გამოწვევებს შორის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია სასამართლოს დამოუკიდებლობის დაცვა.

„დღეს, ხშირად ვისმენთ უხეშ პოლიტიკურ განცხადებებს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განსჯად საქმეებზე როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. ვხედავთ, როგორ ცდილობენ კონკრეტული ელჩები საკონსტიტუციო სასამართლოსგან მიიღონ განმარტებები მიმდინარე საქმეებზე, რაც ვენის კონვენციის უხეშ დარღვევად და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოზე ზეწოლის უხეშ მცდელობად უნდა შეფასდეს“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ გამოწვევების მიუხედავად, საკონსტიტუციო სასამართლო დღეს მოქმედებს, როგორც საქართველოს კონსტიტუციის სიმტკიცისა და საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის ღირსეული გარანტი.

„ამისთვის საკონსტიტუციო სასამართლოს თითოეულ მოსამართლეს ქართული საზოგადოებისგან უდიდესი მადლობა ეკუთვნის. მადლობა მინდა, გადავუხადო საკონსტიტუციო სასამართლოს აპარატის თანამშრომლებს, რომლებიც სასამართლოს გამართულ ფუნქციონირებაში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებენ. საქართველოს მთავრობა ზრუნავს და მომავალშიც განუხრელად იზრუნებს საკონსტიტუციო სასამართლოს დამოუკიდებლობის დაცვისა და ეფექტიანი საქმიანობის უზრუნველყოფისათვის. საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს და ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს კიდევ ერთხელ ვულოცავ საკონსტიტუციო სასამართლოს 30 წლის იუბილეს. საკონსტიტუციო სასამართლოს ვუსურვებ წარმატებებს საქართველოს სამსახურში, საქართველოს კონსტიტუციისა და ადამიანის უფლებების დაცვის უაღრესად საპასუხისმგებლო და საპატიო საქმეში“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ბატონი ჰერჩინსკი არის იმაზე უფრო ტრაგიკული პიროვნება, ვიდრე მისი წინამორბედი ჰარცელი, რომელსაც ყველაფერი აკადრებინეს ქართველი ხალხის წინააღმდეგ და ბოლოს წესიერი სამსახურიც არ აღირსეს”- რას ამბობს ირაკლი კობახიძე
  • რა წერია ევროკომისიის გაფართოების ანგარიშში საქართველოს შესახებ
  • ერთ დღეს ვიგებთ, რომ „ნაცები“ ალიანსიდან წავიდნენ, მეორე დღეს ამბობენ, რომ გააგდეს და გარიცხეს, შეგვიძლია, ამ აგენტურულ ერთობას გაქცეულების, გარიცხულებისა და გაგდებულების ერთობა ვუწოდოთ – რატი იონათამიშვილი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge