საპატრიარქოს უწყებანი სოციალურ ქსელში სამძიმრის წერილს ავრცელებს.
„ამა წლის 2 ნოემბერს გარდაიცვალა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის მღვდელმსახური, მღვდელი ავთანდილ კარდენახლიშვილი.
მღვდელი ავთანდილი დაიკრძალება ხვალ, 5 ნოემბერს, 14:00 საათზე ამავე ტაძრის ეზოში. მწუხარებას გამოვთქვამთ მღვდელ ავთანდილის გარდაცვალების გამო და თანავუგრძნობთ გურჯაანისა და ველისციხის ეპარქიას, განსვენებულის ოჯახსა და სამწყსოს. უფალმა სავანესა მართალთასა დააწესოს მისი უკვდავი სული. გთხოვთ, ლოცვებში მოიხსენიოთ ახლად შესვენებული მღვდელი ავთანდილი“, – აღნიშნულია სამძიმრის ტექსტში.
