Wednesday, November 4, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

საქართველოში სასამართლოს დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა სერიოზულად შერყეულია – დემონსტრანტების წინააღმდეგ არაპროპორციული სასჯელები აჩენს ეჭვს, რომ რეპრესიების მიზნით სასამართლო ინსტრუმენტად გამოიყენება-ევროკომისიის ანგარიში

November 4, 2026
საქართველოს პრემიერის განცხადება, რომ მთავრობა 2028 წლამდე არ იმოქმედებს გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის მიმართულებით, ეწინააღმდეგება კონსტიტუციით განსაზღვრულ პრიორიტეტებს – ევროკომისიის ანგარიში

საქართველოში სასამართლო სისტემისა და ფუნდამენტური უფლებების სფეროში ზედიზედ მესამე წელია უკუსვლა ფიქსირდება, – ამის შესახებ ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ 2026 წლის გაფართოების პაკეტშია ნათქვამი.

ანგარიშის თანახმად, “სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა, მიუკერძოებლობა და მთლიანობა კვლავ სერიოზულად შერყეულია”.

“საანგარიშო პერიოდში უკუსვლა დაფიქსირდა. სასამართლო სისტემის საფუძვლიან და ყოვლისმომცველ რეფორმასთან დაკავშირებით ევროკომისიისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესრულების მიზნით არანაირი რეფორმა არ განხორციელებულა. კერძოდ, საქართველოს ჯერ კიდევ არ განუხორციელებია იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და უზენაესი სასამართლოს ყოვლისმომცველი რეფორმა შესაბამისი რეკომენდაციების გათვალისწინებით. სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა, მიუკერძოებლობა და მთლიანობა კვლავ სერიოზულად შერყეულია. 2025 წლის დეკემბერში, სასამართლო სისტემის სამართლებრივ ჩარჩოში შეტანილი ცვლილებები კიდევ უფრო აზიანებს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობას და სასამართლო სისტემის მიტაცების რისკებს ზრდის. დემონსტრანტების წინააღმდეგ გამოტანილი მკაცრი და არაპროპორციული სასჯელები აჩენს ეჭვს, რომ რეპრესიული სისტემის აღსრულების მიზნით სასამართლო ინსტრუმენტად გამოიყენება”, – ნათქვამია ანგარიშში.

ევროკომისია აცხადებს, რომ გასული წლის რეკომენდაციები არ შესრულებულა და კვლავ ძალაში რჩება.

“საქართველომ „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილებებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის რეკომენდაციებთან შესაბამისობაში უნდა მოიყვანოს. განახორციელოს სასამართლო სისტემის უფრო ფართომასშტაბიანი რეფორმა, კერძოდ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმა ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად. „გენერალური პროკურატურის შესახებ“ კანონი ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოიყვანოს, ვენეციის კომისიის, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ტექნიკური დახმარებისა და ინფორმაციის გაცვლის ინსტრუმენტის (TAIEX) რეკომენდაციების საფუძველზე”, – აღნიშნულია ანგარიშში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • გაფრთხილება ამინდის შესახებ! – მოსალოდნელია ელჭექი, სეტყვა, ძლიერი ქარი და ზღვაზე შტორმი
  • “ფორმულამ” ჩემი ცნობილი დაჭყეტილი ფოტო გამოდო და ეგრევე თვალი ეცა, აალდნენ” – ნინო ნადირაძე
  • გამოვლინდა ასაკი, რომლის შემდეგაც იწყება ტვინის დაბერება

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge