Wednesday, November 4, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ფაქტობრივად, ეს რესპუბლიკელებისთვის იმის ნიშანია, რომ ტრამპთან დაკავშირებულ პოლიტიკურ კურსს უნდა გადახედონ და აღადგინონ რესპუბლიკური პარტიის ტრადიციული პოლიტიკური ურთიერთობები… არ არის გამორიცხული, რომ ამ შედეგებს თანამდებობიდან გადადგომებიც მოჰყვეს” – გიორგი ლაბაძე

November 4, 2026
“ფაქტობრივად, ეს რესპუბლიკელებისთვის იმის ნიშანია, რომ ტრამპთან დაკავშირებულ პოლიტიკურ კურსს უნდა გადახედონ და აღადგინონ რესპუბლიკური პარტიის ტრადიციული პოლიტიკური ურთიერთობები… არ არის გამორიცხული, რომ ამ შედეგებს თანამდებობიდან გადადგომებიც მოჰყვეს” – გიორგი ლაბაძე

ფაქტობრივად, ეს რესპუბლიკელებისთვის იმის ნიშანია, რომ ტრამპთან დაკავშირებულ პოლიტიკურ კურსს უნდა გადახედონ და აღადგინონ რესპუბლიკური პარტიის ტრადიციული პოლიტიკური ურთიერთობები – ამის შესახებ ქართულ-ამერიკული თავისუფლების ალიანსის დამფუძნებელმა გიორგი ლაბაძემ “მეტრონომთან” საუბრისას განაცხადა.

“როგორც მოსალოდნელი იყო და ბევრმა აღნიშნა, პრეზიდენტის პარტიის მიერ შუალედურ არჩევნებში მარცხი ჩვეულებრივი მოვლენაა. თუმცა, გააჩნია, როგორ და რა ფორმით წააგებს პარტია.

მაგალითად, 2018 წელს ტრამპმა წარმომადგენელთა ქვედა პალატა წააგო, თუმცა სენატის შენარჩუნება შეძლო. მაშინ რესპუბლიკელებმა დაახლოებით 40 მანდატი დაკარგეს, თუმცა ეს ამერიკული პოლიტიკისთვის ჩვეულებრივ მოვლენად ითვლება.

დღევანდელი მდგომარეობა კი განსხვავებულია. დემოკრატები წარმომადგენელთა პალატაში დაახლოებით 50 მანდატით უპირატესობას მოიპოვებენ და მათი წარმომადგენლობა დაახლოებით 250 მანდატს მიაღწევს. ეს საკმაოდ დიდი მაჩვენებელია.

გარდა ამისა, რესპუბლიკელებმა სენატშიც მნიშვნელოვანი მარცხი განიცადეს. მათ პოზიციები დაკარგეს ისეთ შტატებშიც, სადაც დემოკრატებს სენატორის თანამდებობა 50, 60 და ზოგ შემთხვევაში 80 წლის განმავლობაში არ ჰქონიათ. ეს ფაქტობრივად ტრამპის პოლიტიკის მიმართ მოსახლეობის უკმაყოფილების მკაფიო გამოხატულებაა.

ამას ემატება ტეხასის გუბერნატორის არჩევნების შედეგებიც. ტეხასში რესპუბლიკელები წინა არჩევნებში დაახლოებით 60/40-ის თანაფარდობით იმარჯვებდნენ, თუმცა ამჯერად მნიშვნელოვანი მარცხი განიცადეს.

ასევე მნიშვნელოვანია ჯორჯიის შედეგები. ამ შტატში არაერთხელ ყოფილა შემთხვევა, როდესაც დემოკრატებს სენატორის არჩევნებში გაუმარჯვიათ, თუმცა გუბერნატორის თანამდებობას რესპუბლიკელები ინარჩუნებდნენ. ბოლო პერიოდამდე ჯორჯიის გუბერნატორები ძირითადად რესპუბლიკელები იყვნენ. ამჯერად კი დემოკრატებმა გუბერნატორის არჩევნებშიც გაიმარჯვეს.

ეს ყველაფერი ძალიან დიდ ცვლილებებს გამოიწვევს. რესპუბლიკელებმა უნდა დაიმახსოვრონ, რომ ასეთი მასშტაბის მარცხის შემდეგ პოლიტიკური პოზიციების აღდგენა მარტივი არ იქნება. უკვე გამოითქვა მოსაზრება, რომ 2032 წლამდე მათ შესაძლოა პოლიტიკური უპირატესობის დაბრუნება გაუჭირდეთ.

თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანია ის, თუ რა გავლენას მოახდენს ეს შედეგები უშუალოდ პოლიტიკაზე. ტრამპის საკითხთან დაკავშირებით ეს მარცხი უდიდეს გავლენას იქონიებს. ფაქტობრივად, ეს რესპუბლიკელებისთვის იმის ნიშანია, რომ ტრამპთან დაკავშირებულ პოლიტიკურ კურსს უნდა გადახედონ და აღადგინონ რესპუბლიკური პარტიის ტრადიციული პოლიტიკური ურთიერთობები.

არ არის გამორიცხული, რომ ამ შედეგებს თანამდებობიდან გადადგომებიც მოჰყვეს. შესაძლოა, ცვლილებები შეეხოს მარკო რუბიოსა და კაბინეტის სხვა წევრებსაც.

ამასთან ერთად, ტრამპმა უნდა გადახედოს როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკას. თუ რესპუბლიკელებს რაციონალური ხედვა აქვთ, მათ ეს ცვლილებები უნდა განახორციელონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი 2028 წლის არჩევნებისთვის კიდევ უფრო რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან.

თუ რესპუბლიკელები 2028 წელს უშუალოდ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ვერ შეძლებენ, მაშინ კონგრესში მოპოვებული უმრავლესობის შენარჩუნებაც გაუჭირდებათ და შესაძლოა, ვეღარ შეძლონ მისი აღდგენა.

რაც შეეხება უკრაინასთან ურთიერთობას, ტრამპის ბოლო პერიოდის ხედვა არასწორი იყო. არჩევნების შედეგები შესაძლოა ამ მიმართულებითაც მნიშვნელოვანი ცვლილებების საფუძველი გახდეს.

ესეც შეიძლება იყოს ერთ-ერთი იმ პრინციპების დარღვევა, რომლებზეც რესპუბლიკელები საუბრობენ. თუმცა, იმის თქმა, რომ დემოკრატები უკრაინას განსაკუთრებულ დახმარებას გაუწევენ, ჯერ ნაადრევია. ეს შემდგომში გამოჩნდება.

ყველა შემთხვევაში, ტრამპის მიმართ დემოკრატები უფრო მკაფიოდ დააყენებენ საკითხს, რომ უკრაინაში ომის გაჭიანურება და პუტინის დამარცხების შეუძლებლობა გარკვეულწილად ტრამპის პოლიტიკასაც უკავშირდება.

უკრაინის მიმართულებით ცვლილებები უფრო მოსალოდნელია, თუმცა ძალიან საინტერესოა, რა პოზიციას დაიკავებენ რესპუბლიკელები ირანთან მიმართებით. გადაწყვეტენ თუ არა ირანში შესვლას, ამ ეტაპზე რთული სათქმელია. ჩემი აზრით, ამ საკითხს ისინი გაცილებით უფრო რბილად მიუდგებიან” – განაცხადა გიორგი ლაბაძემ.

შეგახსენებთ, „დემოკრატებმა” კონგრესზე კონტროლი მოიპოვეს – ამ დროისთვის, „დემოკრატებს” სენატში 54 ადგილი აქვთ, ხოლო წარმომადგენელთა პალატაში – 225.

სენატში უმრავლესობის მოსაპოვებლად მათ 51 ადგილი სჭირდებოდათ, წარმომდგენელთა პალატაზე კონტროლის დასამყარებლად კი – 218.

შესაბამისად, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, “რესპუბლიკელებს” სენატში 44 მანდატი აქვთ, წარმომდგენელთა პალატაში კი – 138.

ეს მონაცემები არ მოიცავს შედეგებს რამდენიმე საარჩევნო ოლქიდან, მათ შორის ალასკადან.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ფაქტობრივად, ეს რესპუბლიკელებისთვის იმის ნიშანია, რომ ტრამპთან დაკავშირებულ პოლიტიკურ კურსს უნდა გადახედონ და აღადგინონ რესპუბლიკური პარტიის ტრადიციული პოლიტიკური ურთიერთობები… არ არის გამორიცხული, რომ ამ შედეგებს თანამდებობიდან გადადგომებიც მოჰყვეს” – გიორგი ლაბაძე
  • “საქართველოს ხელისუფლება ამჟამად არის ევროკავშირთან შეჯახების გზაზე – განვიხილავთ თუ არა მოცემულ მომენტში რაიმე პასუხს?- მეტად უნდა ჩავუღრმავდეთ საქართველოსთან დაკავშირებით საკითხს იანვარში – ჩვენ ზურგს არ ვაქცევთ ქართველ ხალხს” – კაია კალასი
  • გაფრთხილება ამინდის შესახებ! – მოსალოდნელია ელჭექი, სეტყვა, ძლიერი ქარი და ზღვაზე შტორმი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge