ბიზნესცენტრში, სადაც ტელეკომპანია „ფორმულაა“ განთავსებული, 9 სახანძრო მანქანა მუშაობს – “პირველების” ინფორმაციით, ვაჟა-ფშაველას გამზირზე ამ წუთებში 15-მდე ჯგუფი მიემართება.
შენობაში, სადაც ტელეკომპანია „ფორმულაა“, ხანძარი ცოტა ხნის წინ გაჩნდა. ტელეწამყვანმა ირაკლი კიკნაველიძემ თქვა, რომ დაკვამლიანების გამო მაუწყებლობა დროებით ჩერდება.
ტელეკომოანის თანამშრომელთა ნაწილი ამ დრომდე ნიუსრუმში რჩება.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა “მეტრონომს” განუცხადა, ადგილზე მიმდინარეობის ხანძრის ქრობის პროცესი.
