Wednesday, November 4, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ნებისმიერი თავმოყვარე სახელმწიფო უარს იტყვის იმაზე, რომ გაუგებარი წესით შერჩეულმა უცხოელმა ექსპერტებმა დანიშნონ მოსამართლეები – საქართველოში სასამართლოს ბევრად უფრო მაღალი ნდობა აქვს, ვიდრე ევროკავშირის ბევრ ქვეყანაში”- ნიკოლოზ სამხარაძე

November 4, 2026
“ნებისმიერი თავმოყვარე სახელმწიფო უარს იტყვის იმაზე, რომ გაუგებარი წესით შერჩეულმა უცხოელმა ექსპერტებმა დანიშნონ მოსამართლეები – საქართველოში სასამართლოს ბევრად უფრო მაღალი ნდობა აქვს, ვიდრე ევროკავშირის ბევრ ქვეყანაში”- ნიკოლოზ სამხარაძე

ნებისმიერი თავმოყვარე და სუვერენული სახელმწიფო უარს იტყვის იმაზე, რომ გაუგებარი წესით შერჩეულმა უცხოელმა ექსპერტებმა დანიშნონ მოსამართლეები ქვეყანაში, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე ევროკომისიის ანგარიშის პროექტის იმ ნაწილს, სადაც არსებული ინფორმაციით, საუბარია, რომ „საქართველომ უნდა დაიწყოს მართლმსაჯულების ფართო რეფორმა, შექმნას კეთილსინდისიერების შემოწმების საგანგებო სისტემა, რომელშიც საერთაშორისო ექსპერტებს გადამწყვეტი როლი ექნებათ“.

მისი თქმით, „საქართველოში სასამართლოს ბევრად უფრო მაღალი ნდობა აქვს, ვიდრე ევროკავშირის ბევრ ქვეყანაში”.

„ნებისმიერი თავმოყვარე ქვეყანა, რომელსაც პრეტენზია აქვს იმაზე, რომ ის არის არა თუ სუვერენული სახელმწიფო, არამედ დამოუკიდებელი სახელმწიფო და თვითონ შეუძლია მართოს საკუთარი შიდა საქმეები, რა თქმა უნდა, უარს იტყვის იმაზე, რომ გაუგებარი წესით შერჩეულმა უცხოელმა ექსპერტებმა, დანიშნონ მოსამართლეები ქვეყანაში. ეს ჩვენთვის არის მიუღებელი და ამის საჭიროება რატომ დგას, ესეც უნდა იყოს ახსნილი. პოლიტიკური რაღაც ზერელე განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში სასამართლოს არ აქვს რეიტინგი და ნდობა რა თქმა უნდა, ეს ჩვენთვის მისაღები არ არის, იმიტომ რომ საქართველოში სასამართლოს ბევრად უფრო მაღალი ნდობა აქვს, ვიდრე ევროკავშირის ბევრ ქვეყანაში. შესაბამისად, მაშინ ევროკავშირის ქვეყნებში მოსამართლეებს რომ დანიშნავენ, ჩვენგან ქართველებისგან შერჩეულ ექსპერტებს გავუგზავნით და მათ დანიშნონ ევროკავშირში მოსამართლეები. ეს რაღაც მეორეხარისხოვანი კლასის ქვეყნად საქართველოს მიჩნევა არის ჩვენი და ჩვენი მოქალაქეების შეურაცხყოფა და ამიტომ, რა თქმა უნდა, ამ არგუმენტს ჩვენ ვერ გავიზიარებთ”, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ცნობისთვის, დღეს ევროკომისიის ანგარიში უნდა გამოქვეყნდეს. მანამდე, მედიაში ვრცელდება ინფორმაცია იმაზე, თუ რა საკითხებზეა ანგარიშში საუბარი. როგორც „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ანგარიშის თანახმად, „საქართველომ მართლმსაჯულების სისტემის ფართო რეფორმა უნდა დაიწყოს“. არსებული ინფორმაციით, ანგარიშში ნათქვამია ისიც, რომ „უნდა შეიქმნას კეთილსინდისიერების შემოწმების საგანგებო სისტემა, რომელშიც საერთაშორისო ექსპერტებს გადამწყვეტი როლი ექნებათ. შემოწმება უნდა შეეხოს როგორც კანდიდატებს, ისე მართლმსაჯულების სისტემაში ყველა მაღალ თანამდებობაზე ამჟამად დანიშნულ პირებს, განსაკუთრებით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს, უზენაესი სასამართლოსა და საერთო სასამართლოების თავმჯდომარეებს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ფორმულას” შენობაში ხანძარია. ყველა უწყებას გთხოვთ დაგვეხმაროთ!! მაუწყებლობა შევწვიტეთ”- რას წერს ნინო ჟიჟილაშვილი
  • ფორმულას შენობაში ხანძარია
  • “ვეტინგს“ არც ჩვენ ვემხრობით, მაგრამ „ოცნება“ რამდენიმე საკითხის ხელზე დახვევით და პროპაგანდისტული მიზნებით გამოყენებით ცდილობს, მთლიანად უარი თქვას ევროკავშირზე

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge