ბათუმის მერიის ინფორმაციით მუნიციპალურ ინსპექციას თამაზ ამაღლობელი უხელმძღვანელებს.
ეს თანამდებობა გუშინ, 3 ნოემბერს დავით მჭედლიძემ დატოვა.
მერიის ინფორმაციით, თამაზ ამაღლობელი განათლებით იურისტია:
„სამოქალაქო სამართლის მაგისტრი და სამართლის დოქტორანტი. მიღებული აქვს სამართლის ბაკალავრისა და მაგისტრის ხარისხები ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში. პროფესიული პრაქტიკა გავლილი აქვს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატასა და საადვოკატო ბიუროში“ – წერს მერია.
მერიაში ასევე აცხადებენ, რომ მუნიციპალური ინსპექციის ახალ უფროსს ანტიკორუფციულ სფეროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, კერძოდ მას ანტიკორუფციულ სააგენტოში უმუშავია.
ამ დრომდე ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის პოზიციას იკავებდა.
ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციას ქალაქის მნიშვნელოვანი საზედამხედველო სფეროები აბარია, მათ შორის – მშენებლობა.
