Wednesday, November 4, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

” ბრიუსელი ძალადობას არ გმობს, რათა შემდეგ ანგარიშებში ჩაწეროს, რომ არიან თვითნებურად დაკავებულები და ეს ხალხი საქართველოზე თავდასხმისთვის გამოიყენოს”- რას ამბობს შალვა პაპუაშვილი

November 4, 2026
” ბრიუსელი ძალადობას არ გმობს, რათა შემდეგ ანგარიშებში ჩაწეროს, რომ არიან თვითნებურად დაკავებულები და ეს ხალხი საქართველოზე თავდასხმისთვის გამოიყენოს”- რას ამბობს შალვა პაპუაშვილი

მოვუწოდებ ყველა ადამიანს, ნუ იქნებიან უცხო ქვეყნების იმედად, როლებმაც ბარიკადებზე აიყვანეს და გაწირეს ხანგრძლივი თავისუფლების აღკვეთისთვის, მიატოვეს ციხეში, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა 4 ოქტომბერზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისივე თქმით, ყველამ აღიარა, რომ 2024-2025 წლებში იყო ძალადობრივი აქციები, იყო თავდასხმა საქართველოს პარლამენტზე, საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე.

„4 ოქტომბრის და სხვა ძალადობრივი აქციების მონაწილეების უმრავლესობამ აღიარა დანაშაული. ამას ვეღარც ევროკომისიის და ვეღარც ევროკავშირის საელჩოს ბრიფინგი უშველის. მორჩა, ყველამ აღიარა, რომ 2024-2025 წლებში იყო ძალადობრივი აქციები, იყო თავდასხმა საქართველოს პარლამენტზე, საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე. ეს ძალადობა უკვე აღიარებულია, სასამართლოს მიერ შეფასებულია, განაჩენი დამდგარია. მათ, ვინც ეს ძალადობა ჩაიდინეს, შეუძლიათ, დაფიქრდნენ უღირდათ ამ უცხო დაკვეთის აყოლა და საკუთარი სამშობლოს წინააღმდეგ წასვლა. ხომ ნახეს, რომ საბოლოო ჯამში მიატოვეს ორგანიზატორებმა, რომლებმაც ლაჩრულად დატოვეს სასჯელაღსრულების დაწესებულება. მამაკაცურ ძალას რომ მოუწოდებნენ, წაიყვანეს ბარიკადებზე, გადაანგრევინეს ღობე, ლამის სისხლის ღვრა მოაწყვეს თბილისის ცენტრში. ახლა ვნახეთ, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში ყველა კარგად მოვლილია, მშვიდად გამოდის და მორჩა, პოლიტიკა ჩემი საქმე არ ყოფილა. სინამდვილეში, არეულობები, სისხლის ღვრები და სამოქალაქო დაპირისპირება სწორედ ასეთი ხალხის მიერ ხდება. თქვენ რა გგონიათ, ქვეყნის არევას დიდი რევოლუციონერები სჭირდება? ასეთი ადამიანები, რომლებიც პაატაა მანჯგალაძესავით იტყვიან, ფოტოში შემთხვევით აღმოვჩნდიო, ან მერე იტყვიან პოლიტიკა აღარ მინდა, შემთხვევით მოვხვდი პოლიტიკაში, მოვინანიე და გავედიო. ასეთი ხალხი აწყობს ყველაზე დიდ სისხლის ღვრას და მათ შორის, საქართველოში ეს არაერთხელ განგვიცდია.

მოვუწოდებ ყველა ადამიანს, ნუ იქნებიან უცხო ქვეყნების იმედად, როლებმაც ბარიკადებზე აიყვანეს და გაწირეს ხანგრძლივი თავისუფლების აღკვეთისთვის, მიატოვეს ციხეში. მერე დღეს ევროკავშირის ელჩი ბრიფინგზე გამოვა და კიდევ ერთხელ იტყვის თვითნებურად დაკავებულებიო. ეს არის ნუგეში, რომ ვიღაცამ რაღაცა ასეთი თქვა. ამისთვის სჭირდებათ ისინი ციხეში, რომ მერე ანგარიშებში ჩაწერონ და გამოიყენონ საქართველოზე თავდასასხმელად. ბრიუსელი ძალადობას არ გმობს, რათა შემდეგ ანგარიშებში ჩაწეროს, რომ არიან თვითნებურად დაკავებულები“, – განაცხადა პაპუაშვილმა

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “აშშ-ში „დემოკრატების“ გამარჯვება გვაჩვენებს, რომ ხალხს შეუძლია ვერდიქტის გამოტანა ნებისმიერი ხელისუფლებისთვის – ესაა ოპტიმიზმის საფუძველი ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც სჯერა დემოკრატიის”- გრიგოლ გეგელია
  • როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
  • სურსათის ეროვნულმა სააგენტომ იმერეთსა და სამეგრელოში სამ ობიექტს დარღვევების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge