Wednesday, November 4, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“ჰერჩინსკისგან გვაინტერესებს, გმობს თუ არა 4 ოქტომბრის თავდასხმას, პასუხს პირდაპირ თუ არა გასცემს, გასაგებია იქნება, რომ ძალადობის მხარდამჭერი და წამხალისებელი არიან თავად და ევროკომისია”- რას ამბობს შალვა პაპუაშვილი

November 4, 2026
“ჰერჩინსკისგან გვაინტერესებს, გმობს თუ არა 4 ოქტომბრის თავდასხმას, პასუხს პირდაპირ თუ არა გასცემს, გასაგებია იქნება, რომ ძალადობის მხარდამჭერი და წამხალისებელი არიან თავად და ევროკომისია”- რას ამბობს შალვა პაპუაშვილი

ევროკომისიის ანგარიშში შარშანდელთან შედარებით ახალი არაფერი წერია, ვერც ჩაიწერებოდა, რადგან ბრიუსელს გამოცხადებული აქვს ბოიკოტი საქართველოს მიმართ. ასეთი ანგარიშის შედგენა შეუძლებელია საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობის, ინფორმაციის მიღებისა და გადამოწმების გარეშე, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ანგარიში ფაქტობრივად პოლიტიკური კომუნიკეა, რომელიც ბრიუსელმა კიდევ ერთხელ გამოაქვეყნა და გამოიყენა საქართველოზე თავდასხმისთვის.

„დღეს ევროკავშირის ელჩს აქვს ბრიფინგი, მეც მაინტერესებს, იქამდე აქვს დრო და შეუძლია, მიპასუხოს: დღეს 4 ნოემბერია, ზუსტად 13 თვე გავიდა 2025 წლის 4 ოქტომბრიდან. დღემდე ევროკავშირი და ევროკავშირის ელჩი არ გამიჯვნია 4 ოქტომბრის ძალადობას, ევროკავშირის ელჩს დღემდე არ დაუგმია ეს ძალადობა. დღემდე ევროკავშირის ელჩი და, დოკუმენტშიც ვნახეთ, ითხოვს მოძალადეების გათავისუფლებას. ადამიანები, რომლებიც ე.წ. მოლოტოვის კოქტეილებით თავს ესხმოდნენ სხვებს და წვავდნენ, დღეს ასეთ ადამიანებს საფრანგეთში უწოდებენ ადამიანებს, რომლებმაც მკვლელობა სცადეს. საქართველოს შემთხვევაში ბატონი ჰერჩინსკი, კომისიის დოკუმენტთან ერთად, ითხოვს ამ ადამიანების გათავისუფლებას. რა არის ეს, თუ არა ძალადობის წახალისება, ძალადობის წაქეზება და მომდევნო ძალადობის გამოწვევა. ნაცვლად იმისა, ქართველ ხალხს მასწავლებლის ტონით ელაპარაკოს, დღეს გვსურს, ელჩმა აგვიხსნას – 2025 წლის 4 ოქტომბერთან დაკავშირებით რა იყო ევროკომისიის პრესსპკერის განცხადება, რომელმაც მხარი დაუჭირა ხელისუფლების დამხობის მიზნით შეკრებას, რამაც გამოიწვია ძალადობა, პრეზიდენტის სასახლეზე თავდასხმა, რაც დღემდე არ დაუგმია ბატონ ჰერჩინსკის. მეორე საკითხი ეხება მათ, ვინც საპროცესო შეთანხმება მოითხოვეს, პრეზიდენტს შეწყალებით მიმართეს, ადამიანებს, რომლებმაც დანაშაული აღიარეს და ახლა ევროკომისია ამ ადამიანებზე ამბობს, რომ იყვნენ თვითნებურად დაკავებული. ესეც არის ძალადობის წახალისება. ამას ამბობენ იმ ადამიანებზე, რომლებიც პირდაპირ ეთერში ძალადობდნენ, ბრიუსელი და ევროკავშირის საელჩო ამ ადამიანებს ხელს აფარებდნენ. პაველ ჰერჩინსკისგან დღეს კონკრეტულად გვაინტერესებს: გმობს თუ არა 2025 წლის 4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლეზე თავდასხმას. ამას პასუხს პირდაპირ თუ არა გასცემს, პასუხიც გასაგებია იქნება, რომ ძალადობის მხარდამჭერი და წამხალისებელი იქნებიან თავად ის და ევროკომისია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
  • სურსათის ეროვნულმა სააგენტომ იმერეთსა და სამეგრელოში სამ ობიექტს დარღვევების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერა
  • საკუთარი თავის გარდა არავის უსმენდა – პაპუაშვილი Euronews-ს წამყვას არიტიკებს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge