Wednesday, November 4, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“კობახიძის ბრიუსელური ფიასკო” – ექსპერტები “ქართული ოცნების” ლიდერის გამოსვლას აფასებენ

November 4, 2026
“შექმნილია სააგენტო, რომელიც სტარტაპებთან მუშაობს, შედეგები ნამდვილად ხელშესახებია, თუმცა, კიდევ უფრო ამბიციური გეგმები გვაქვს ამ მიმართულებით”- რას ამბობს ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძის ბრიუსელურ ვიზიტს და „ევრონიუსის“ ფორუმზე გაკეთებულ განცხადებებს მწვავე შეფასებები მოჰყვა. ექსპერტები და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ კობახიძემ ვერ შეძლო ევროკავშირის მიმართ „ქართული ოცნების“ პოზიციის დასაბუთება და საერთაშორისო აუდიტორიას კიდევ ერთხელ დაანახა ხელისუფლების ანტიდასავლური პოლიტიკა. მათი შეფასებით, ბრიუსელში გამართული ინტერვიუ მმართველი პარტიის მორიგი პოლიტიკური ფიასკო იყო

ყველამ დაინახა თუ რამდენად უსუსურია და რამდენად არარსებულია მათი არგუმენტაცია ევროკავშირთან მიმართებით, თუ რამდენად იტყუებიან, როდესაც ამბობენ, თითქოს ევროკავშირია მათთან დამნაშავე. ისინი კიდევ ერთხელ გამოჩნდნენ როგორც სრულიად უარგუმენტო, სრულიად სუსტი პოზიციის მქონე პარტია. მას ჰქონდა შესაძლებლობა, რომ რაღაც ფორმით მაინც მდგომარეობა ოდნავ გამოეყვანა, მაგრამ ამის საპირისპიროდ გააკეთა ყველაფერი იმის საჩვენებლად, რომ რეალურად, “ქართული ოცნება” წარმოადგენს ანტიევროპულ, ანტიდასავლურ პოლიტიკურ ძალას, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოში დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და სამართლის უზენაესობის დამკვიდრებას, – ამბობს დიპლომატი გიგი გიგიაძე.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” იურისტი, სანდრო ბარამიძე კი მიიჩნევს, რომ კობახიძის ბრიუსელური გამოსვლა ევროპული აუდიტორიის დარწმუნებას არ ემსახურებოდა. მისი შეფასებით, ვიზიტის მთავარი მიზანი შიდა პოლიტიკური მხარდამჭერებისთვის ხელისუფლების გზავნილების გამეორება იყო.

კობახიძე ჩავიდა ბრიუსელში იმისთვის, რომ მოეყოლა იგივე ტყუილები, რასაც იგი და მისი პროპაგანდისტული არხები ყოველდღიურად აცხადებენ საქართველოში და რითაც ატყუებენ ქართულ მოსახლეობას, რომლის დიდი უმრავლესობაც, ცხადია, არ ტყუვდება. მითუმეტეს, არ მოტყუვდა ბრიუსელი. ეს ყველაფერი, რასაკვირველია, არის, უბრალოდ, პროპაგანდისტული ილეთი გათვლილი არა იმდენად ევროპული საზოგადოებისთვის, რამდენადაც ისევ და ისევ ადგილობრივი ქოცებისთვის, რომლებისთვისაც ყველაფერი, რასაც კობახიძე იტყვის, აღმაფრთოვანებელია. ეს არის აბსოლუტურად იზოლაციაში მყოფი მატყუარა რეჟიმი, რომელიც თავის სასტიკ მეთოდებს ასაღებს როგორც საუკეთესო დემოკრატიას, – ამბობს სანდრო ბარამიძე.

„ევროპულ-ქართული ინსტიტუტის“ დამფუძნებელი გიორგი მელაშვილი კობახიძის გამოსვლას პოლიტიკურ ფიასკოს უწოდებს. მისი განცხადებით, ინტერვიუმ ნათლად აჩვენა, რამდენად აცდენილია „ქართული ოცნების“ საგარეო პოლიტიკა ევროპულ რეალობას.

“ქართული ოცნების” საგარეო პოლიტიკა იმდენად არაადეკვატურია, რომ მისი დაცვა ფიზიკურად შეუძლებელი ხდება. ირაკლი კობახიძემ ინტერვიუმ ძალიან ნათლად აჩვენა უკვე ევროპულ საზოაგდოებას თუ რამდენად არაადეკვატური და აცდენილი რეალობას არის “ქართული ოცნება” და შესაბამისად, იმ ფიასკოების სიას, რომელიც იყო ირაკლი ღარიბაშვილი გლობზეკის ფორუმზე, ახლა დაემატა ირაკლი კობახიძე ბრიუსელში, – ამბობს “ევროპულ-ქართული ინსტიტუტის” დამფუძნებელი გიორგი მელაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი კობახიძე გუშინ ბრიუსელში “ევრონიუსის” ფორუმზე იმყოფებოდა, სადაც მედიის კითხვებს უპასუხა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ევროკავშირს მივაწოდეთ ყველა საჭირო ინფორმაცია, რაც მათ სჭირდებოდათ ანგარიშის მოსამზადებლად” – მაკა ბოჭორიშვილი
  • ქართული მხრიდან კიდევ ერთხელ დაფიქსირდა, რომ ჩვენ ვართ მზად ევროკავშირთან დიალოგისთვის ყველა საკითხზე – მაკა ბოჭორიშვილი​
  • საქართველოს პრემიერის განცხადება, რომ მთავრობა 2028 წლამდე არ იმოქმედებს გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის მიმართულებით, ეწინააღმდეგება კონსტიტუციით განსაზღვრულ პრიორიტეტებს – ევროკომისიის ანგარიში

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge