Wednesday, November 4, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“ევროკავშირს მივაწოდეთ ყველა საჭირო ინფორმაცია, რაც მათ სჭირდებოდათ ანგარიშის მოსამზადებლად” – მაკა ბოჭორიშვილი

November 4, 2026
14-17 აპრილის სასესიო კვირაში პარლამენტი ინტერპელაციის წესით მაკა ბოჭორიშვილს მოუსმენს

ევროკომისია დღეს “2026 წლის გაფართოების პაკეტს” წარადგენს, რომელიც კანდიდატი ქვეყნების, მათ შორის საქართველოს შესახებ ანგარიშს მოიცავს. პაკეტში შეფასებულია თითოეული კანდიდატი ქვეყნის მიერ ევროკავშირის წევრობისთვის საჭირო რეფორმების განხორციელების პროცესი.

მმართველი გუნდის განცხადებით, ანგარიში იდენტურად იმეორებს გასული წლების შინაარსს და დოკუმენტი გაჯერებულია ევრობიუროკრატების ტენდენციური მიდგომებით. მათ შორის, ძალადობრივ აქციებში მონაწილე იმ პირების მიმართ, რომლებმაც დანაშაული უკვე თავად აღიარეს და საპროცესო შეთანხმებებიც ითხოვეს.

“ქართულ ოცნებაში” აცხადებენ, რომ მაშინ, როდესაც საფრანგეთი “მოლოტოვის კოქტეილს” სროლისთვის უვადო პატიმრობას ითხოვს, ევროკომისია საქართველოში ასეთ პირებს თვითნებურად დაკავებულებს უწოდებს.

გაფართოების ანგარიშში მოთხოვნილია, რომ მოსამართლეები უცხოელების მონაწილეობით დანიშნონ, რასაც მმართველი გუნდი დამოუკიდებელ სასამართლოზე ზეწოლად და შიდა საქმეებში ჩარევად აფასებს.

“საქართველოსა და ევროკავშირის დიალოგის პროცესი როგორც წარიმართა, ის თავისთავად არ იძლევა შესაძლებლობას, რომ გაკეთდეს ობიექტური შეფასებები. დიალოგის გარეშე, რა თქმა უნდა, რთული იქნება შეფასებებიც. ჩვენ, რა თქმა უნდა, ევროკავშირს მივაწოდეთ ყველა საჭირო ინფორმაცია, რაც მათ სჭირდებოდათ ანგარიშის მოსამზადებლად, თუმცა უცნობია, თუ როგორ იქნება ეს ინფორმაცია ასახული და გამოყენებული თავად ანგარიშში ან ანგარიშის დასკვნებში. ერთ რამ, რაც კიდევ უნდა ითქვას, არის ის, რომ ეს ანგარიში ეფუძნება ერთგვარად ასოცირების დღის წესრიგს. ასოცირების დიალოგი არის შესაძლებლობა იმისა, რომ კარგად შეფასდეს ყველა პროცესი, რაც ქვეყანაში ან ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებში მიმდინარეობს და იმ პირობებში, როდესაც არცერთ დონეზე არ არის დიალოგი ევროკავშირის მხრიდან – არც ტექნიკურ, არც პოლიტიკურ დონეზე, რა თქმა უნდა, ევროკავშირმა და ევროკომისიამ ფაქტობრივად შეუძლებელია, რომ გააკეთონ სწორი ანალიზი და სწორი შეფასებები.

შარშან ჩვენ ვნახეთ, რომ ეკონომიკური მიმართულებით შეფასება საერთოდ არ გაუკეთებია ევროკავშირს, რაც კიდევ ერთხელ ნიშნავდა იმას, რომ ევროკავშირი არ არის მზად იმისთვის, რომ დაინახოს პროგრესი, რა მიმართულებითაც ქვეყანა ვითარდება”, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “შუალედურმა არჩევნებმა ტრამპს ხელები შეუკრა საშინაო პოლიტიკაში, მაგრამ არა საგარეოში” – გიორგი კაჭარავა
  • მე ვიქნები თავისუფალი არა რომელიმე სხვა ქვეყანაში, არამედ აქ, საქართველოს ტერიტორიაზე, სადაც შევძლებ თავისუფლად გადაადგილებას – რას წერს მიხეილ სააკაშვილი
  • ხელისუფლების გაცხადებულ სწრაფვას საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისკენ ეწინააღმდეგებოდა ჩართულობა მტრულ რიტორიკაში, მანიპულაციურ ნარატივებსა და შეთქმულების თეორიებში – ევროკომისიის ანგარიში

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge