რატომ დაიკეტა მეტროსადგური “სარაჯიშვილი“? – წერენ სოციალურ ქსელში.
მეტროსადგური „სარაჯიშვილი“ მცირე ხნით მგზავრებს ვერ მოემსახურება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს, მეტროსადგურზე ექსკალატორის სახელური დაზიანდა, რის გამოც სადგური მგზავრთა მიღებაზე მცირე ხნით დაიკეტა.
მათივე ცნობით, ექსკალატორის სახელურის აღდგენითი სამუშაოები ზედა ვესტიბიულში მიმდინარეობს.
